workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოატენგს მტკივნეული მომენტი შეახსენეს

ბოატენგს მტკივნეული მომენტი შეახსენეს

31 წლის გერმანელი მცველი, ჯერომ ბოატენგი უფეხბურთობის ჟამს Twitter-ზე ერთობა. ვარსკვლავმა გამომწერებს კითხვების დასმა სთხოვა, ერთ-ერთმა ინტრიგანმა გულშემატკივარმა კი არ დააყოვნა და მტკივნეულ თემას შეეხო.

“რა ხდებოდა შენს გონებაში, როცა მესიმ ეს გაგიკეთა. შენც იცი, რაზე ვსაუბრობ,” – წერს ქომაგი.

“გულწრფელად რომ ვთქვა, სიამოვნებით ვნახავდი რომელიმე თქვენგანს მესის წინააღდმეგ 😂😂“ – პასუხობს ჯერომი.

შეგახსენებთ, რომ საუბარი 2015 წელს “ბაიერნისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებაში მომხდარ შემთხვევაზეა, როდესაც ლეო მესიმ ბოატენგი საფირმო მოძრაობით შეარცხვინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 19 მარ 2020, 21:23

    რაც ამ საცოდავს დასცინეს მსოფლიო მაშტაბით…

  • messi and iniesta
    schedule 19 მარ 2020, 19:01

    მაგარი პასუხი გასცა ისე ბუამ. მასის ეს ფინტი კი ყველას ემახსოვრება

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 19 მარ 2020, 18:18

    აუუუ, ეს რა იყოო???? გავგიჟდი მაგ დროს, ისე ნოიერიც მაგრად შეარცხვინა,მაგრამ ბოატენგის დაცემამ გადაფარა მისი სირცხვილი. პალასიომ რო სცადა ფინალში ნოიერისთვის თავზე გადაეგდო და გააფუჭა 100 % – იანი მომენტი, აი მაგ გოლით აუხსნა მესიმ როგორ უნდა თავზე გადაგდება,გაცილებით ცუდი სიტუაციიდან.

  • M10 S9 D11
    schedule 19 მარ 2020, 18:07

    როგორც ობოლაძემ თქვა მოჭრილი კუნძივით დაეცა მინდორზე ბოატენგი

  • Gaucho andy
    Gaucho andy ® ვეტერანი
    schedule 19 მარ 2020, 17:36

    და ნოიერიც მიაყოლა 🙂