ფანები ამჟამად ფიქრობენ, რომ ფატი, მასზე ამხელა პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, ზედმეტად ახალგაზრდაა.
“ის ჯერ კიდევ სარეზერვო ძალას წარმოადგენს ჩვენთვის და ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი. გთხოვთ, ნუ აჩქარებთ ბიჭს.”
“ზოგჯერ თქვენი შეკითხვები სასაცილოდ ჟღერს. ჩვენ ვიცით, რომ ანსუ განვითარდება და უკეთესი მოთამაშე გახდება, თუმცა “ბარსელონასთვის” ასეთი რისკი საშიშია, გუნდს ტოპ კლასის ფეხბურთელები სჭირდება.”
“ფატი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და განვითარების პროცესში იმყოფება. იყიდეთ ლაუტარო და ნეიმარი და მიეცით ფატისა და დემბელეს მათგან სწავლის საშუალება”.
“გოლების გასატანად და ტიტულების მოსაგებად, შემტევი ხაზი საკმაოდ სოლიდური უნდა იყოს. თუმცა, არ დაგავიწყდეთ ნახევარდაცვა, რაკიტიჩი და ვიდალი გასაყიდები არიან, მათ ნაცვლად კი ფაბიან რუისი უნდა მოვიყვანოთ. მიეცით კარლეს ალენიას დარჩენის საშუალება და დააწინაურეთ რიკი პუჩი.”
“ლაუტაროსა და ანსუ ფატის არანაირი საერთო არ აქვთ ერთმანეთთან. ფატი ახალგაზრდა და ფანტასტიკური ტალანტია, ლაუტარო კი აგრესიული და გოლებზე დაგეშილი ფორვარდი.”
ეს კომენტარები Tribuna.com-ის მომხმარებლებს ეკუთვნის.
მისთვის პირველივე კარიერულ სეზონში ანსუ ფატიმ 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მან 5 გოლს და 1 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ 17 წლის ფეხბურთელს შანსი პირველივე გუნდში ისე მიეცა, რომ “ბარსას” სარეზერვო გუნდში თამაში არც კი მოუწია.


ფიზიკურს რო თავი დავანებოთ ფსიქოლოგიური სტრესია, 17 წლის ასაკში რო ბარსელონას ლიდერობას გთხოვენ, ნელ ნელა უნდა შეაჩვიონ ყველაფერს, აჩქარება არცერთ საქმეს არ უყვარს და ეს საკითხია გამონაკლისი, სწორი მიდგომით უდიდეს ფეხბურთს ითამაშებს
მაქსიმალურად მეტი დრო უნდა მისცენ რომ ფიზიკურად განვითარდეს, და სხვა ნიჭიერი ფეხბურთელებივით არ უნდა დაალპონ მეორე გუნდში ან სათადარიგოთა სკამზე. პუჩი მალე 21 წლის გახდება და ესპანეთის ნაკრების არცერთ ასაკობრივ გუნდში არ უთამაშია, ალენია 22 წლისაა და ჯერ კიდევ ბავშვივით ექცევიან, რობერტო 24 წლამდე წესივრად არ ათამაშეს როცა თავის თაობაში გამორჩეული იყო, კოლიადო ლა ლიგის საშუალო დონის გუნდში ლიდერიც კი იქნებოდა და არენდით მაინც გაუშვან. ესეთი ტალანტების მესამე ლიგაში დაბერება არ შეიძლება
ათამაშეთ ბიჭო ათამაშეთ ამას ეხლა გამოცდილებაზე მეტად ამპარტავნება სჭირდება მოედანზე
ჩემი აზრით ანსუს მცირე მაგრამ მაინც უნდა მისცენ დრო მოედანზე და არ უნდა ამოკეტონ სარეზერვო გუნდში
მართალია ნამეტანი ადრე ოთხოვს პუბლიგა ამისგან ლიდერობას