მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შესაძლოა, ლა ლიგა 115 ფეხბურთელის გარეშე დასრულდეს

შესაძლოა, ლა ლიგა 115 ფეხბურთელის გარეშე დასრულდეს

შეჩერებული ლა ლიგის ბოლომდე მიყვანა, შესაძლოა, ზაფხულის განმავლობაში მოხდეს, თუმცა მოვლენების ამგვარი განვითარება ახალ პრობლემატურ საკითხს წარმოშობს, რაც დაკავშრებულია იმ 115 ფეხბურთელთან, რომელსაც ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება.

კორონავირუსის გავრცელების გამო ევროპული საფეხბურთო სეზონი ჩაშლის პირასაა. მმართველი ორგანოები სიტუაციიდან გამოსვლის გზებს განიხილავენ. ერთ-ერთ ასეთ გზად, მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის ერთი წლით გადადება და ეროვნული ჩემპიონატების ივნისში დასრულება წარმოადგენს.

თუმცა დღეს არსებული მდგომარეობა რაიმე პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. შესაძლოა, ორზე მეტი ტურის გადადება გახდეს საჭირო, რაც სეზონის ივლისამდე გაწელვას გამოიწვევს. მოვლენათა ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, მრავალ გადაუჭრელ საკითხს კიდევ ერთი დაემატება.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში სულ 115 ფეხბურთელია ისეთი, რომელსაც კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება. მათი უმრავლესობა სხვა გუნდიდან არის განათხოვრებული. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ 30 ივნისისთვის ჩემპიონატი დასრულებული არ იქნება? ამ კითხვაზე პასუხი ესპანური ფეხბურთის მმართველ ორგანოებში, ჯერ-ჯერობით, არ აქვთ.

ასეთი ფეხბურთელი ლა ლიგის 20 გუნდიდან 19-ს ჰყავს, ერთადერთი გამონაკლისი “ბარსელონაა”. ყველაზე მეტი მათგანი კი “ლეგანესში” ირიცხება – 14. შემდეგ მოდიან “გრანადა” (12), “მალიორკა” (10), “ესპანიოლი” (10). ყველაზე ცოტა კი – მადრიდის “რეალისა” (ალფონს არეოლა) და მადრიდის “ატლეტიკოს” (ანტონიო ადანი) შემადგენლობაშია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • nikusha
    schedule 16 მარ 2020, 16:01

    რა ჭკვიანია ბარსა ისე მაშინ ტრანსფერებსი გაკეთებაც გვიან დაიწყონ და სექტემბრის ბოლოს დაასრულონ (მაგ:1 ივლისი-30 სექტემბერი) და მანამდე შეძლონ გამოსყიდვა იჯარით მყოფი ფეხბურთელების თუ კლუბები და ფეხბურთელებთან მიაღწევენ შეთანხმებას