workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარცხი 7 თვის შემდეგ

მარცხი 7 თვის შემდეგ

ს.კ. “ბარსელონამ” მეორე მარცხი ჩაიწერა აქტივში. ლა ლიგაში “ბარსელონა” ბოლო 11 სექტემბერს დამარცხდა, ალიკანტეს “ჰერკულესთან”. მატჩი “კამპ ნოუზე” იმართებოდა და პარაგვაელი ნელსონ ვალდესის დუბლის წყალობით, “ჰერკულესმა” 0:2 იმარჯვა. გუშინდელი შეხვედრა კი კატალონიელებმა სტუმრად დათმეს, ანგარიშით 1:2. “ბარსელონელთა” მხრიდან თავი ტიაგო ალკანტარამ გამოიჩინა, მასპინძელთა მხირდან კი – შეცვალზე შემოსულმა იფრანმა და ჩაბი პრიეტომ. ამ უკანასკნელმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

 

შვიდი თვე და ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც “ბარსელონა” არ დამარცხებულა ლა ლიგაში. მათ ერთი მატჩის არ წაგება აკლდათ და დაამხობდნენ “რეალ სოსიედადის” რეკორდს( 32 წაუგებელი მატჩი. 1979/80 წლები), თუმცა ამავე გუნდმა შეძლო და შეინარჩუნა თავისი რეკორდი.

 

“ბარსელონამ” პირველი ტაიმი თავის სტილში, აქტიურად დაიწყო და დიდ დროს ატარებდა მეტოქის საჯარიმოში, რასაც მოჰყვა მესის ზუსტი პასი და ტიაგო ალკანტარას გოლი. თუმცა მეორე ტაიმი სრულიად განსხვავებული იყო, გადაღლილი კატალონიელები ბურთს ვეღარ იმორჩილებდნენ და იძულებულები იყვნენ ბურთის გამოტანით დაკავებულიყვნენ, რაც მათი საქმე არაა და ამიტომაც 2 გოლი გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ მადრიდის “რეალმაც” დაკარგა ქულები და 2:3 დამარცხდა საკუთარ მოედანზე. “ბლაუგრანას” ახლა მხოლოდ 4 ქულა აკლია ჩემპიონობის გასანაღდებლად.

 

მონტოიას ტრავმა                            

 

გვარდიოლამ გადაწყვიტა დაესვენებინა ძირითადი შემადგენლბოა სამშაბათის მატჩისთვის, ამიტომაც მოედანზე გამოიყვანა ფონტას და მარჯვენა მცველი, მარტინ მონტოია. ამ უკანასკნელისთვის დებიუტი ნამდვილად არ იყო სახარბიელო. მან რაულ ტამუდოსთან შეჯახებისას მიიღო მხრისა და ლავიწის ტრავმა, რის გამოც 4–დან 6 კვირამდე იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტინი გუნდს მომავალ წელს დაუბრუნდება. ახალგაზრდა კანტერანოელი დანი ალვესმა ჩაანაცვლა, რომელიც თავის სტილში ასპარეზობდა, ძირითად დროს ატარებდა მეტოქის ნახევარზე.

 

ტიაგოს სანახაობრივი გოლი                    

 

კატალონიელებს ამ შეხვედრაში გამარჯვება სურდათ და ამის გაკეთება პრიველივე ტაიმში სურდათ, რაც კარგად გამოუვიდათ. ჩავიმ შეამჩნია მესის მოძრაობა, დაუგორა მას პასი. ამ უკანასკნელმა კი მშვენიერ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ტიაგო ალკანტარა. პერსპექტიულმა ახალგაზრდამ კი მეკარე ბრავოს თავს ზემოთ გადაუგდო ბურთი. სამწუხაროდ გეგმები მეორე ტაიმში ჩაეშალათ კატალონიელებს და შეხვედრა დათმეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში