Marca-ს ცნობით, ესპანელი უნივერსალი ნახევარმცველი ხუთშაბათს ვარჯიშს დაუბრუნდა. თანაგუნდელებისგან განსხვავებით, იგი შედარებით ნაკლებად დაიტვირთა.
სერჟი რობერტომ ტრავმა 23 თებერვალს ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში “ეიბართან” მიიღო, თავდაპირველად მას 3-4 კვირის გაცდენა ემუქრებოდა. ამ დროის განმავლობაში მან 3 შეხვედრა გამოტოვა: “ნაპოლისთან” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული მერვედფინალი, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში “ელ კლასიკო” და შეხვედრა “სოსიედადის” წინააღმდეგ.
მთელ მსოფლიოში არსებული ვირუსული ეპიდემიის გამო, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოახერხებს სერჟი თამაშს. ყველაფერი კი იქითკენ მიდის, რომ დიდი ალაბთობით “ბარსელონასა” და “ნაპოლის” შორის გასამართი განმეორებითი შეხვედრა გადაიდება. თავის მხრივ, ლა ლიგა 5 აპრილს გეგმავს ჩემპიონატის გაგრძელებას, სადაც უკვე კატალონიურ კლუბს სევილიაში მოუწევს ჩასვლა.




გვიბრუნდება მარჯვენა ფლანგის ლომი