მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს, ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის “უეფას” დისციპლინარული კომიტეტის ბრძანებით, რადგანაც მან შეურაცხყოფა მიაყენა ოფიციალურ პირებსა და წილი დასწამა “ბარსელონას” დახმარებაში. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “ას”.
ასეთი სასჯელი გამომდინარეობს პორტუგალიელის სიტყვებიდან. მოგეხსენებათ მსაჯთან გამათისა ირონიული საუბრის გამო, იგი გააძევეს მოედნიდან, რის გამოც ვერ დაესწრება მატჩს “კამპ ნოუზე”. თამაშის შემდეგ, მან საპრესკონფერენციო დარბაზში “უეფა” დაადანაშაულა “ბარსელონას” დახმარებაში. ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩის მეორე შეხვედრას ჟოზე ავტომატურად გამოტოვებს, თუმცა კომიტეტის ბრძანების შესაბამისად, ჟოზე კდიევ 4 მატჩს გამოტოვებს მომდევნო წელს.
ამ განცხადების ოფიციალური ფორმა 6 მაისს დაიდება.


