workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლასარტე: “ბარსელონასთან” მოსაგებად ვითამაშებთ”

ლასარტე: “ბარსელონასთან” მოსაგებად ვითამაშებთ”

“რეალ სოსიედადის” მთავარი მწვრთნელი, მარტინ ლასარტე, დარწმუნებულია, რომ თავისი გუნდი მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს “ბარსელონას” წინააღმდეგ, რადგანაც დასაკარგი არაფერი აქვს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “ას”.

 

“ბევრი საუბარი არ სჭირდება იმას, რომ კატალონიელები მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ. ვერ გეტყვით, რომ რაღაც უსიამოვნო სიურპირზს ამზადებს ჩემი გუნდი, მაგრამ დამერწმუნეთ იმაში, რომ “სოსიედადი” 90 წუთის განმავლობაში იბრძოლებს მატჩის მოსაგებად. ჩვენ ხშირად უნდა აღვმოჩნდეთ მეტოქის საჯარიმოში და ვიყოთ უფრო აგრესიულნი. ამას გარდა, აუცილებელია “ლურჯ–ბროწეულისფერებთან” თავისუფლად ვითამაშოთ და არ დავეცეთ ფსიქოლოგიურად”. დაასრულა ურუგვაელმა სპეციალისტმა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის დროით 22:00 გაიმართება შეხვედრა “რეალ სოსიედადსა” და “ბარსელონას” შორის, ლა ლიგის 34–ე ტურში. პირველი მატჩი კატალონიელებმა მოიგეს საკუთარ კედლებში გამანადგრუებელი ანგარიშით, 5:0.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში