“ბარსელონას” გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოახლოებულ “ელ კლასიკოზე” ისაუბრა.
“ჩვენთვის, ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. მადრიდში უნდა ჩავიდეთ, ერთი მატჩი ჩავატაროთ და იქიდან სამი ქულით დავბრუნდეთ.”
“ცხრილში არსებულ სიტუაციაზე არ ვფიქრობთ, უბრალოდ მატჩის მოგება გვინდა.” – ციტირებს მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სიტყვებს ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ “ელ კლასიკო” 1 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.




რუსულზე გადაურთავთ :((