workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რივალდო: არ მჯერა, რომ მესი “ბარსელონას” დატოვებს

რივალდო: არ მჯერა, რომ მესი “ბარსელონას” დატოვებს

ბრაზილიისა და “ბარსელონას” ლეგენდარული თავდამსხმელი რივალდო მესის გუნდიდან წასვლის შესახებ აგორებულ ჭორებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სპეკულაციის საერთოდ არ სჯერა.

“არ მჯერა, რომ მესიმ, შესაძლოა, სეზონის ბოლოს “ბარსელონა” დატოვოს. ჩემი აზრით, ის კარიერას “კამპ ნოუზე” დაამთავრებს, ის გუნდში 14 წლის ასაკიდან თამაშობს, აქაურობა ძალიან უყვარს და თავს კომფორტულად გრძნობს. არც ის მგონია, რომ წასვლა მისთვის უკეთესი იქნება.

ჩემი აზრით, მას კარიერის ერთ გუნდში გატარება უწერია ბედად, როგორც ფრანჩესკო ტოტის “რომაში”, ან როჟერიო სენის “სან პაულუში”. წარმოუდგენელი იქნება, მესიმ რომ ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშოს, ამიტომ გუნდიდან რომც წავიდეს, ჩემი აზრით, ევროპულ გუნდში არ გადავა და ამერიკაში ან აზიაში გადაწყვეტს კარიერის დასრულებას.

როგორც პრესა წერს, მესი, შესაძლოა, “იუვენტუსში” გადავიდეს და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში სცადოს, რისიც საერთოდ არ მჯერა. რა თქმა უნდა, მათი ერთად ხილვა ყველასთვის კარგი იქნება, მაგრამ არა მგონია ეს ყველაფერი რეალური იყოს.” – განაცხადა რივალდომ.

“ბარსელონას” ლეგენდა, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ეწვია და აჭარაბეთის ფილმშიც მიიღო მონაწილეობა, რომლის ყურებაც გულშემატკივრებს adjarabet.com-ზე შეუძლიათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 25 თებ 2020, 12:22

    არ წავა მესი ბარსადან,ვერ გაიმეტებს მასე გუნდს.

  • M10 S9 D11
    schedule 24 თებ 2020, 23:41

    საერთოდ არ ვნერვიულობ მაგ საკითხზე იმიტომ რომ არსად არაა წამსვლელი

  • me da barca
    schedule 24 თებ 2020, 23:29

    რამოდენიმე დღის წინ ვრცელ ინტერვიუში მკაფიოდ აღნიშნა, რომ არსად არ აპირებს წასვლას, სანამ ბარსას ვჭირდები აქ ვრჩებიო და არასდროს არ მქონია სურვილი აქედან წასვლისო.
    გარკვევით ამბობს და მეტი ამას კუდი არააქვს, რომ ააქიცინოს.

  • Alien messi
    schedule 24 თებ 2020, 23:14

    რონალდუ მესისთან ერთ გუნდში არ ითამაშებს! მესის ნალიდერებ გუნდში თამაშს პენალდოს დარწმუნებულივარ თვითმკვლელობა ურჩევნია🤣🤣🤣