ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე, თვლის, რომ ჯერ არ გარკვეულა ფინალისტის ვინაობა და ყველაფერი 3 მაისს, “კამპ ნოუზე” გადაწყდება. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “ას”.
ვისენტე დელ ბოკსე არ ეთანხმება ჟოზე მოურინიოს იმაში, რომ “რეალმა” დაკარგა ფინალში გასვლის შანსი: “რა თქმა უნდა, “ბარსელონამ” უდიდესი ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ, თუმცა ეს ორმატჩიანი დუელია და ჯერ არაფერი არ გადაწყვეტილა. “ლოს ბლანკოსმა” ყველაფერი უნდა გააკეთოს “ბარსას” დასამარცხებლად და ფინალში გასასვლელად, მათ უნდა დაივიწყონ ის, რომ “ბლაუგრანამ” პირველი თამაში წარმატებით დაასრულა. არანაირი გარანტია არ არის იმისა, რომ “ბარსელონა” ფინალშია, ყველაფერი გადაწყდება “კამპ ნოუზე”. რაც შეეხება ჟოზეს სიტყვებს იმასთან დაკავშირებით, რომ “უეფა” “ბარსელონას” ემხრობა, ვერანაირ კომენტარს ვერ გავუკეთებ”. დაასრულა დელ ბოსკემ.


