workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდო: ”მესიმ ”ფლეისთეიშენის” დონის გოლი გაიტანა”

რონალდო: ”მესიმ ”ფლეისთეიშენის” დონის გოლი გაიტანა”

ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, მადრიდის ”რეალისა” და კატალონიის ”ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდომ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ”ბარსელონას” ფორვარდის, ლიონელ ანდრეს მესის მიმართ.

”ფენომენის” აზრით არგენტინელი ფეხბურთელის ქმედებებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა თამაშში.

”მესის მეორე გოლი ”ფლეისთეიშენის” დონის იყო. საქებარი სიტყვები არ მყოფნის. ამას გარდა, აღსანიშნავია მისი პირველი გოლიც. მან ის გაიტანა გენიალურად. ახლა მე ვადევნებ თვალს ბევრ ”კლასიკოს” , რომელიც იმართება ”რეალსა” და ”ბარსელონას”, ”ფლამენგოსა” და ”ფლუმენსიას”, ”კორინთიასსა” და ”პალმეირასს” შორის. მაგრამ მესი უბრალოდ გვაოცებს. შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მას ბურთი მიკრული აქვს ფეხზე.” – განაცხადა რონალდომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში