workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესი Laureus-ის ჯილდოს პირველი ფეხბურთელი გამარჯვებულია

ლიონელ მესი Laureus-ის ჯილდოს პირველი ფეხბურთელი გამარჯვებულია

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიონელ მესი Laureus-ის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

არგენტინელი, რომელმაც 2019 წელს ყველა მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ჯილდო მოიგო, ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც Laureus-ის ჯილდოს მფლობელი გახდა.

ჯილდო, რომელიც 2000 წელს დაარსდა, 5-ჯერ როჯერ ფედერერს, ოთ-ოთხჯერ უსაინ ბოლტსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს, ორ-ორჯერ ტაიგერ ვუდსსა და მიხაელ შუმახერს, ხოლო თითოჯერ ლენს არმსტრონგსა და სებასტიან ფეტელს აქვთ მოგებული. წელს, ამ სიას კიდევ 2 ლეგენდარული სპორტსმენი შეუერთდა.

ჯილდოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ წლის საუკეთესოს პრიზი ორ სპორტსმენს გადაეცა – ფორმულა ერთის პილოტ ლიუის ჰემილტონსა და ისტორიაში პირველად, ფეხბურთელს, ლიონელ მესის.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ჰემილტონმა F1 მეექვსედ მოიგო, მესი კი, ამ წელს, “ოქროს ბურთის” გამარჯვებული მეექვსედ გახდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • kortoxa23
    schedule 17 თებ 2020, 23:56

    ვულოცავ ორთავეს, გამიხარდა ლეოს აღიარება, როცა ფეხბურთელს მოგებული არ აქ ეს სწორედ პირველი ლეო უნდა იყოს
    პ.ს პეს -20 მობილეს თამაშობთ ვინმე? 13-მერე გათიშულია და ვერ შევდივარ, რა ეტაკა ამდენი ხნით არასდროს ითიშებოდა, ხო არ იციტ ვინმემ გამოსავალი? იქნებ დაინსტალირება უნდა

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 17 თებ 2020, 23:54

    ციტატა: M10 S9 D11
    გილოცავ ლომოოო

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    დარჩა რამე მოსაგები?❤❤❤❤


    კოპა და მსოფლიო და აუცილებლად უნდა მოიგოს წელს მჯერა რო კოპას მოიგებს აი მსოფლიო ვნახოთ


    ინდ. ჯილდო ვიგულისხმე თორე ეგ კიი, კოპა მოიგოს და თავდაჯერება შეემატება გუნდს, მერე მართლა აქვთ რესურსი,რომ 2022 წელს მოიგოს სანუკვარი ჯილდო, მე მჯერა მესი მსოფლიოს მოიგებს.

  • M10 S9 D11
    schedule 17 თებ 2020, 23:51

    გილოცავ ლომოოო

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    დარჩა რამე მოსაგები?❤❤❤❤


    კოპა და მსოფლიო და აუცილებლად უნდა მოიგოს წელს მჯერა რო კოპას მოიგებს აი მსოფლიო ვნახოთ

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 17 თებ 2020, 23:50

    დარჩა რამე მოსაგები?❤❤❤❤