workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ხეტაფესთან” მატჩის განაცხადი ცნობილია

“ხეტაფესთან” მატჩის განაცხადი ცნობილია

ახლახანს, “ხეტაფესთან” მატჩისთვის “ბარსელონას” 18-კაციანი განაცხადი გახდა ცნობილი. 

კიკე სეტიენმა, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში თავდამსხმელის დამატება ვერ მოახერხა, სარეზერვო გუნდიდან რეი მანაის უხმო. ალბანელ ფეხბურთელს, თამაშის შემთხვევაში, ძირითად გუნდში დებიუტი ექნება. 

გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდნენ ნელსონ სემედუ და ნეტუ, კლემან ლანგლე კი ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღებს. 

სრული განაცხადი: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური, მესი, ნეტუ, გრიზმანი, ალბა, რობერტო, დე იონგი, ვიდალი, უმტიტი, ჟუნიორი, ფატი, არაუხო (33), მანაი (41). 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში