workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რა ჯანდაბა უნდა მაურიციო სარის?”

“რა ჯანდაბა უნდა მაურიციო სარის?”

“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ლიონელ მესის მის გუნდში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება.

მას შემდეგ, რაც მესის კლუბის სპორტულ დირექტორთან, ერიკ აბიდალთან ურთიერთობა დაეძაბა, ლეოს “ბარსელონადან” შესაძლო წასვლის შესახებ ხმების გავრცელება დაიწყო. ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც არგენტინელი დაუკავშირეს, “იუვენტუსია”.

“თქვენ მეკითხებით ლეო მესიზე, მსოფლიო დონის ფეხბურთელზე, რომელსაც “ბარსელონასთან” კონტრაქტი აკავშირებს. ამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა არ შემიძლია.

ლეო “ბარსელონას” ფეხბურთლია. მე რომ “ბარსას” დირექტორი ვიყო, ვიტყოდი: “რა ჯანდაბა უნდა სარის?” ასე რომ, მირჩევნია, არ გიპასუხოთ.” – ციტირებს სარის სიტყვებს Sport.

ერთადერთი, ვინც მესის შეძენის სურვილს ღიად ადასტურებს, “ბორნმუთის” მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუა. რა თქმა უნდა, ხუმრობით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Don_Andresito
    schedule 14 თებ 2020, 02:52
    #6

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    მესი რომ იუვეში გადავიდეს ბუფონი კიდე დარჩება ფეხბურთში 1 წლით 😂😂😂 მესი რონალდო დიბალა უკვე თემაა და მგონი ეღირსება ამ კცას ლიგა 😀😀


    ეგ ისედაც რჩება. სტადიონზე უნდა მოვკვდეო დაიბარა

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 13 თებ 2020, 16:53
    #5

    რა ინტრიგული სათაურია joy joy

  • M10 S9 D11
    schedule 13 თებ 2020, 14:19
    #4

    ალესილი მქონდა გინებები მარა იმედი გამოცრუვდა ისეთი სტატია დამხვდა 😂😂😂😂😂

  • MARI=BARCA-fan
    schedule 13 თებ 2020, 14:11
    #3

    smile joy smile
    სარის "შამპუნას" კბენის არ ეშინია ??? joy smile joy

  • nika 54
    schedule 13 თებ 2020, 13:59
    #2

    ციტატა: Clever liar
    ისე კარგად თქვა, გამინადგურა კომენტარის დაწერის სურვილი 😀


    მაინც შეიძლებოდა შარის მოდება ამ კაზიოლისთვის, მაგალითად როცა მესიზე ამბობს: "თქვენ მეკითხებით ლეო მესიზე, მსოფლიო დონის ფეხბურთელზე"-ო.
    შეიძლება მსოფლიოს დონის ფეხბურთელი იუვეში ძირითადის ყველა თერთმეტივე ფეხბურთელი იყოს იმ შამპუნას თამადობით, მაგრამ მესიზე თქვა "მსოფლიოს დონის"-ო ცოტა უხერხულია, მინიმუმ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შეეძლო ეთქვა და ისიც იმიტომ რომ ეგეც და იუვეს მთელი სტაფი მსოფლიოს ნომერ პირველად რონალდუს თვლის.

  • Clever liar
    schedule 13 თებ 2020, 13:40
    #1

    ისე კარგად თქვა, გამინადგურა კომენტარის დაწერის სურვილი 😀