workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალი”–”ბარსელონა”. ფაქტები…

“რეალი”–”ბარსელონა”. ფაქტები…

ხოსეპ გვარდიოლა სწორედ ის ადამიანია, რომელმაც შეძლო და 3 წლის განმავლობაშ 3–ჯერ დაამარცხა მადრიდის “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე”. იგი “ბარსას” 2008/09 წლის სეზონში ჩაუდგა სათავეში და მას შემდეგ “სანტიაგო ბერნაბეუზე” არ დამარცხებულა, 3 მოგება და 1 ფრე.

 

► გვარდიოლამ მწვრთნელობის ხანაში 3–ჯერ დაამარცხა მადრიდის “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” (3 მოგება 1 ფრე). მისმა გუნდმა გაიტანა 11 გოლი და მიიღო 3.

 

► “ბარსელონა” 2008 წლის 7 მაისის შემდეგ, არ დამარცხებულა მადრიდში და ეს სტატისტიკა კიდევ უფრო გახანგრძლივდება, რადგანაც “ბერნაბეუზე” ეს გუდნები შემდეგ სეზონამდე აღარ შეხვდებიან.

 

► “ბარსელონამ” 3–ჯერ მეტი პასი გააკეთა ვიდრე “რეალმა”. 794–267

 

► ყველაზე მეტჯერ ბურთი ხერარდ პიკემ ჩაჭრა (16). სხვა ფეხბურთელებიდან 10–ზე მეტი არავის ჰქონია.

 

► მესიმ ყველაზე მეტჯერ დაარტყა “ბარსელონელთა” რიგებიდან (4 დარტყმა) და აქედან 2 გოლად აქცია. კრიშტიანო რონალდომ კი 7–ჯერ დაარტყა და ვერცერთხელ ვერ აიღო ვიქტორ ვალდესის კარი.

 

► ვიქტორ ვალდესს და კარლეს პუიოლს არცერთი “კლასიკო” არ წაუგიათ გვარდიოლას ხანაში.

 

► ვიქტორ ვალდესი ზედიზედ მეშვიდე “კლასიკოა”, რაც დაუმარცხებელია.

 

► წელს შედგა სერხი რობერტოს დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე. მან ვილია შეცვალა და 3 წუთი დაჰყო მოედანზე. მან ერთხელ უკვე ითამაშა “ბარსას” მაისურით “სეუტას” წინააღმდეგ სამეფო თასის გათამაშებაში.

 

► ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მადრიდის “რეალი” აგებს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალს ესპანურ გუნდთან “ბერნაბეუზე”.

 

► პინტო, სერხიო რამოსი და პეპე გამოტოვებენ განმეორებით მატჩებს. მოურინიო კი ტრიბუნებიდან ადევნებს მატჩს თვალყურს.

 

► “კამპ ნოუზე” ყველა ფეხბურთელს მოეხსნება ყვითელი ბარათი და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოტოვებენ ფინალს, თუ მიიღებენ წითელ ბარათს. (ორივე გუნდის ფეხბურთელებზეა საუბარი).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში