გუშინ მადრიდის ”რეალმა” კატალონიის ”ბარსელონას” უმასპინძლა და ლიონელ ანდრეს მესის დუბლის წყალობით საკუთარ მოედანზე დამარცხდა. მატჩი ”უეფას” ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გაიმართა.
კატალონიელთა უპირატესობა თამაშის დაწყებისთანავე იგრძნობოდა. ბურთის ფლობის მაჩვენებელმა 28%-72% შეადგინა. ”ბარსელონას” უპირატესობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც თამაშის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან კლეპერ პეპე გააძევა.
მატჩი ძალიან სანახაობრივი იყო, მაგრამ განსაკუთრებით ლიონელ მესის მეორე გოლს გამოვარჩევდი. იხილეთ და დატკბით:
