ჟოზეპ მარია ბართომეუსა და ერიკ აბიდალს შორის გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ფრანგი სპორტული დირექტორი თანამდებობას შეინარჩუნებს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
გუშინწინ ღამით, ლიონელ მესი ერიკ აბიდალს ღიად დაუპირისპირდა. მეორე დილითვე, პრეზიდენტი ლეოს ესაუბრა. იმის გამო, რომ ბართომეუ ბრიუსელში იმყოფებოდა, აბიდალთან მისი საუბარი დაგვიანდა, რადგან პრეზიდენტს ერიკთან პირადად საუბარი სურდა.
ბართომეუ ბრიუსელიდან დაგეგმილზე ადრე, გუშინ ღამით დაბრუნდა და ის, კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ოსკარ გრაუსთან ერთად, ერიკ აბიდალს შეხვდა. 2-საათიანი შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ არაფერი იცვლება და აბიდალი თანამდებობას ინარჩუნებს.
Sport-ის ცნობით, სიტუაცია განიმუხტა მესისა და აბიდალს შორისაც და მათ ერთმანეთთან ისევ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ.
შეგახსენებთ, რომ მესი და აბიდალი “ბარსელონაში” ერთად 6 წლის განმავლობაში თამაშობდნენ.




მე შთაბეჭდილება დამრჩა ისეთი, რომ მესის დაგროვილი ჰქონდა წყენა და ამ ინტერვიუს შემდეგ ბოლო წვეთი იყო, თორემ ასე საჯაროდ გამოსვლა და წყენის გამოხატვა ცოტა გადამეტებული იყო. იქნებ ვცდები
ხო რა ბართომ მოზვერი დკლაო და იქეიფეს.
მეგობრული? ბოდიში სად არის? ხვალ რო კიდევ სხვა გაზეთს მისცეს ინტერვიუ და თქვას "ზოგიერთი" ფეხბურთელი არ იხარჯებაო ბოლომდე მერე? ამიტომ სწორი იქნებოდა ეთქვა მე შენ არ მიგულისხმიხარ-ო და ეთქვა აი ივანაზე ვიფიქრეო მერე?
დაიკიდა მესიმ ზაფხულამდე, მერე შეცვლის მონათა ბანდას.
არა ბარსელონა ასმა დაანგრია, მარკამ აგური მოზიდა ნოუკამპთან გასაყიდათ, იქნება 2 კაპიკი ვიშოვოთ პაწაო :))
არა ბარსელონა ასმა დაანგრია, მარკამ აგური მოზიდა ნოუკამპთან გასაყიდათ, იქნება 2 კაპიკი ვიშოვოთ პაწაო :))
პროსტა მართლა გაჯურად მოიქცა აბიდალი ესეგით ამბები კლუბს გარეთ არ გადის აწი ისწავლის ჭკუას
სად გადადიოდა მესი იმის დაწერაც არ აცადეს, უნამუსოები
მარკამ ბარსელონა დაანგრია უკვე
ჭირი და კორონა იქა, ლხინი და ალპენ გოლდი აქა. რა უცებ მოუსაქმეს მადრიდულ გამოცემებს აუჰ :))
სად გადადიოდა მესი იმის დაწერაც არ აცადეს, უნამუსოები