workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”რეალი” – ”ბარსელონა, იცოდით თუ არა რომ…

”რეალი” – ”ბარსელონა, იცოდით თუ არა რომ…

 – ”რეალს” 2-ჯერ ჰყავს ”ბარსელონა” დამარცხებული ევროტურნირების 1/2 ფინალში. 1959/60 და 2001/02 წელს.

 – ერთმანეთში გუნდებმა 211 მატჩი გამართეს. ”რეალმა” გაიმარჯვა 86 მატჩში, ”ბარსამ” 82-ში, ხოლო 43 თამაში ფრედ დასრულდა.

 – უკანასკნელად ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გუნდები 16 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს (1:1). ლეო მესის თერთმეტმეტრიანს უპასუხა კრიშტიანო რონალდომ, ასევე თერთმეტმეტრიანი დარტყმით. პირველად 2008 წლის შემდეგ, რაც ”ბარსელონას” გვარდიოლა თავკაცობს ”რეალი” არ დამარცხდა კატალონიელებთან. 

 – უკანასკნელად ”რეალმა” ”ბარსელონა” 2008 წლის 7 მაისს ”სანტიაგო ბერნაბეუზე” 4:1 დაამარცხა.

 – კატალონიელებმა იყვნენ პირველები, რომლებმაც 1961 წელს ”რეალი” ევროთასებიდან გამოთიშა. ისინი 1/8 ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

 – პუიოლი და ჩავი არიან ერთადერთი ფეხბურთელები, რომლებმაც 2002 წლის 1/2 ფინალურ მატჩში მიიღეს მონაწილეობა. იკერ კასილიასი მაშინ სათადარიგო სკამზე იჯდა.

 – მადრიდელებმა მონაწილეობა 22 1/2 ფინალურ მატჩში მიიღეს, საიდანაც 13-ჯერ ფინალში გასვლა მოახერხეს. 8 წლიანი პაუზის შემდეგ ”რეალმა” 1/2 ფინალს პირველად მიაღწია.

 – ევროთასებზე ესპანურ კლუბებთან ასპარეზობისას ”ბარსამ” 8 თამაშში მხოლოდ 3 შეხვედრაში იმარჯვა. უკანასკნელად კატალონიელები 2006 წელს, ”სევილიასთან ”ევროპის სუპერთასზე დამარცხდნენ.

 – ”ბარსა” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში 11-ჯერ გავიდა. მათ 5-ჯერ მოახერხეს შემდეგ ეტაპზე გასვლა.

 – რიკარდო კარვალიო ტოვებს დღევანდელ შეხვედრას. რონალდო, დი მარია, ალბიოლი და რამოსი დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან.

 – ხავიერ მასკერანო თამაშობდა ერჟი დუდეკთან, ჩაბი ალონსოსთან და არვალო არბელოასთან ერთად ”ლივერპულში”. 2006/07 წლის სეზონში მოურინიოს ”ჩელსის” ტურნირიდან გამომგდებ ”მერსესაიდულ” გუნდში მასკერანო, არბელოა და ალონსო ასპარეზბდნენ.

 – მატჩის არბიტრს, ვოლფგანგ შტარკს ჩემპიონთა ლიგაზე 39 მატჩი აქვს ჩატარებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward