workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღეს პეპ გვარდიოლას დაბადების დღეა!

დღეს პეპ გვარდიოლას დაბადების დღეა!

1971 წლის 18 იანვარს, სანტპედორში დაიბადა “ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, მას დღეს 49 წელი შეუსრულდა.

სხვათაშორის, პეპ გვარდიოლა “მანჩესტერ სიტის” მე-5 მწვრთნელია, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე გამართავს პრემიერ ლიგის მატჩს.

პეპი “ბარსელონას” ფეხბურთელი 1984-2001 წლებში იყო, პროფესიონალური კარიერა კი 2006 წელს დაასრულა, თუმცა თავი მალევე გაგვახსენა.

2007 წელს “ბარსელონა ბ”-ში დაინიშნა და ეს მისი პირველი გუნდი იყო სამწვრთნელო კარიერაში, 2008 წელს კი უკვე პირველი გუნდის მწვრთნელობა ანდეს, სადაც, შეიძლება ითქვას, “ასე თუ ისე” გაამართლა.

ფეხბურთელობის დროს, “ბარსელონასთან” ერთად მოიგო: 6 ლა ლიგა, 2 სამეფო თასი, 4 ესპანეთის სუპერთასი, 1 ჩემპიონთა ლიგა (ევროპის თასი), 1 თასების თასი, 2 ევროპის სუპერთასი.

2008-2012 წლებში, “ბლაუგრანას” მწვრთნელობისას, შეძლო და მოიგო: 4 ლა ლიგა, 2 სამეფო თასი, 3 ესპანეთის სუპერთასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ევროპის სუპერთასი და 2 საკლუბო მუნდიალი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 19 იან 2020, 02:12

    ის ბარსელონა რაც ამან შექმნა იყო ეპოქის საუკეთესო გუნდი და იმის მიუხედავად, რომ ზიდანმა უფრო მეტი ლიგა მოიგო მაინც ამის ფეხბურთი ბევრად აღემატება მისას ეს მარტო ჩემი აზრი არაა, ეს არის მსოფლიოს აზრი და ყველა ჯანსაღად მოაზროვნის,ვიღაც 12 წლის ბავშვის რომელიც ვერ აღიქვამს და არ იცის ვინ და რა იყო გვარდიოლას ბარსა იმისთვის კი უკეთესია შეიძლება ზიდანი და დავაც აღარ შეიძლება,მაგრამ ვინც გაანალიზა იმათგან იმის მოსმენა რო ზიდანი ჯობს ძაან სირცხვილია, ამ ადამიანმა ითამაშა ეპოქალური ფეხბურთი, მოიგო ყველაფერი ითამაშა ულამაზესი ფეხბურთი და უბრალოდ დაანგრია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უდიდესი კლუბები, ფერგიუსონმა თქვა ასეთი ახალგაზრდები და ასეთი გამბედავები არ მინახავსო იმ ბარსელონასთან რომელიც მე მეთამაშა ფინალში არავის არ ქონდა შანსიო ,ეს იყო საოცრება და არვიცი რანაირად შეიძლება არ მოგწონდეს გვარდიოლა ამ ადამიანმა შეძლო უდიდეს წარმატებას მიეღწია, ზიდანმა მოიგო ლიგა და მაინც ვერ ათამაშა გუნდი ისე თითქოს რამე სანახაობა დაერგათ გამართლება და რაღაცა ისეთით მოიგეს ლიგა ნუ არ უნდა მოეგო თქო რომ ვთქვა ეგ კიდე სხვა ბაზარია მაგრამ ყველასგან დიდი სიმპათიის მიუხედავად პეპ გვარდიოლა არის მსოფლიოში ნომერ პირველი მწვრთნელი რომელმაც შეძლო და ულამაზესი წლები აჩუქა მსოფლიოს ამ ადამიანმა ფეხბურთის არსი და მნიშვნელობა რაც იყო ის დაგვანახა და ის ითამაშა, ვულოცავ და მუდამ ბედნიერი გვენახოს ❤️❤️❤️იმედია ერთხელაც დაბრუნდება სახლში.

  • LashaBarca
    schedule 18 იან 2020, 16:21

    გილოცავ ლეგენდა

  • Bobi
    schedule 18 იან 2020, 15:15

    ამ კაცს სუ რო ვერაფერი მოეგო, ჩემ პატივისცემას მაინ დაიმსახურებდა იმიტო რო რაც ამან ბარსაში გააკეთა საფეხბურთო რევოლუცია იყო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით იმაზე აღარ ვსაუბრობ რა ნახევარ დაცვა შექმნა რომელიც იმ პერიოდში კი არა ყველა დროის საუკეთესოობაზეც კი თავისუფლად გამოთქვამს პრეტენზიას (არის თქო არ ვიტყვი შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს)
    იმედია დაბრუნდება ერთ დღესაც

  • nika 54
    schedule 18 იან 2020, 13:41

    ჩემპიონთა ლიგა (ევროპის თასი)
    იმ დროს ამ თასს "ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი" ერქვა. ამის გარდა კიდევ უეფას ორი თასი თამაშდებოდა: "ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი"(დინამომ რო მოიგო) და "უეფას თასი" სადაც მაშინდელი ქვეყნების 2-3 ადგილზე გასულები თამაშობდნენ. ეხლა ეს ბოლო ორი გაერთიანებულია და უეფას ლიგის თასი ეწოდება. კაროჩე მაშინ ჩემპიონთა ლიგაზე მარტო ჩემპიონები თამაშობდნენ, ისე რომ ძველი სისტემით რო ყოფილიყო, რეალი ბოლო 10-11 წელიწადში მაქსიმუმ 2 თასს აიღებდა და არა 4-ს.თუ 5-ს

  • Kingmessi10 10
    schedule 18 იან 2020, 12:43

    ციტატა: Andres_Iniesta
    პეპ წარმატებები. გისურბებ სხვა გუნდში ლიგის მოგებას და მერე სამუდამოდ დაბრუნებას ბარსაში


    Au male agvxdenodes

  • Andres_Iniesta
    schedule 18 იან 2020, 12:37

    პეპ წარმატებები. გისურბებ სხვა გუნდში ლიგის მოგებას და მერე სამუდამოდ დაბრუნებას ბარსაში

  • M10 S9 D11
    schedule 18 იან 2020, 11:00

    გილოცავ გვარდი <3

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 18 იან 2020, 10:52

    მიდი უდიდებულესობაა გვარდიიიიი heart_eyes heart_eyes ყველა დროის საუკეთესო კრუიფთან ერთად და ისტორიაში საუკეთესო გუნდის შემქმნელი, გილოოცაავ პეპ heart_eyes heart_eyes

    P.S. პეპ, რატომ შეაძულე ბარსა მსოფლიოს, განსაკუთრებით სამეფო მონებს, თუ მართლა ძაან გიყვარდა? heart_eyes heart_eyes joy joy