იმ შემთხვევაში, თუ ერნესტო ვალვერდეს დღეს “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნიან, ის, შესაძლოა, მასიმილიანო ალეგრიმ ჩაანაცვლოს.
იტალიელი სპეციალისტის წარმომადგენელი “ბარსას” თავად დაუკავშირდა და აცნობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები მის დანიშვნას მოისურვებენ, ალეგრი შეთავაზებას “პოზიტიურად შეაფასებს”. ეს ინფორმაცია Mundo Deportivo-ს ეკუთვნის.
“ბარსელონას” ხელმძღვანელებს ერნესტო ვალვერდეს შეცვლა ჩავი ერნანდესით ან რონალდ კუმანით სურდათ, თუმცა ამ ეტაპზე ორივე მათგანმა უარი განაცხადა.
მასიმილიანო ალეგრი ბოლოს ტურინის “იუვენტუსში” მუშაობდა.




ზუსტად ბარსას სტილია ეს კაცი, დააკვდება რა.
მოაშორეთ ეს სვარკა, სად ალეგრი და სად ბარსა.
აი ეს სამში გრძელი არ დამანახოთ ბარსაში ვენგერი მოიყვანეთ ბიჭო ვენგერიიიი
ოღონდ ეს არა.
ეს რა შუაშია საერთოდ.კატანაჩო გვაკლდა კამპნოუზე მეტი არაფერი.ალეგრი არ დამანახოთ თორე გავაფრენ.მოიყვანეთ ხავიმდე კიკე სეტიენი!
ალეგერი არა!
ამას მუდამ იჟოგა აქ თუ ასეთი სახით რატომ გვიყურებს?
იმენა სრულიად საფეხბურთო სამყაროს დასაცინს ხდიან კლუბს