“ატლეტიკოსთან” მარცხის შემდეგ, პრესაში ძალიან ხშირად იწერება ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების შესახებ, რაც “ბარსას” მხრიდან არასწორი საქციელია.
გასული სეზონის ბოლოს, ვალვერდეს გუნდმა ჯერ “ლივერპულთან” გაანიავა ძალიან დიდი უპირატესობა და ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიღმა დარჩა, შემდეგ კი ესპანეთის თასის ფინალში “ვალენსიასთან” დამარცხდა.
ყველასთვის გასაკვირად, “ბარსელონამ” მთავარ მწვრთნელს ნდობა გამოუცხადა და კიდევ 1 სეზონით დატოვა გუნდში.
თუ კატალონიელებს ერნესტოს გათავისუფლება სურდათ, მაშინ ზაფხულშივე უნდა ემოქმედათ. “ატლეტიკოსთან” მარცხი ის მიზეზი არაა, რატომაც შეიძლება მწვრთნელი დაითხოვო, მითუმეტეს თუ ის ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია და ჩემპიონთა ლიგაზეც აგრძელებს ასპარეზობას.
თუმცა, თუ კატალონიაში ფიქრობენ, რომ “ატლეტიკოსთან” მარცხი მიუტევებელია და ამას ვერაფრით ვერ აპატიებენ მთავარ მწვრთნელს, მაშინ ჯერ ერნესტო უნდა გაეთავისუფლებინათ და შემდეგ დაეწყოთ ახალ მწვრთნელზე ზრუნვა.
ამ მხრივაც “ბარსელონა” არასწორად ექცევა ვალვერდეს, ამის მიზეზი ისაა, რომ კატალონიელებს ეშინიათ, შესაბამისი შემცვლელი ვერ იპოვონ. ასეთ შემთხვევაში, კვლავ ნდობას გამოუცხადებდნენ ერნესტოს და “ერთგულების ფიცს” აღუთქვამდნენ.
ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც ჩავი უარს ამბობს “ბარსელონას” ახლა ჩაბარებაზე. მას არ უნდა ფილმში ცუდი ადამიანის როლი ითამაშოს და ასე დაიკავოს “ბარსას” მთვარი მწვრთნელის პოსტი.
“ბლაუგრანა” ვალვერდეს დაახლოებით ისე ექცევა, როგორც “მონაკო” მოექცა ლეონარდო ჟარდიმს.




Ragacit xo unda daidvas gundma tanapardoba
ბარსელონას ხემძღვანელობა ჩვენ მთავრობას გავდ
ძალიან არასწორი ფორმულირებაა, ვინ ვის ექცევა არასწორად. 2018 წელს განიავებული ჩემპიონთა ლიგა, 2019 წელს განიავებული ჩემპიონთა ლიგა და თასი. ამ დროს მთელი ბლაუგრანას სამყარო გაოგნებული იყო და ვერ აეხსნა მიზეზი იმისა, თუ რა მოხდ:, ეს ხომ ბასაა, ეს ხომ მესია. ვერ მოითმინა გარკვეულმა ნაწილმა გულშემატკივრების და სახლში მიადგა ვალვერდეს, რომელსაც არანაირი სინანული განცდილი მარცხისა არ ეტყო. ამის შემდეგ ხელმძღვანელობა ნდობას უცხადებს ვალვერდეს. აი სად არის უპატივცემულობა და სულში ჩაფურთხება. სინდის-ნამუსი რომ აწუხებდეს ვალვერდეს და ბართომეუც ორივე ახლავე უნდა მიდიოდეს
Mag valverdes ert sityvas vetyvi daxvie torem m…….v dedis m….s
მოშორდეს დროულად, ყოვლად ამაზრზენი პერსონა!
ვინმე თუ მოექცა ცუდად ვინმეს ეს ვალვერდე მოექცა ბარსელონას
ეს რა ცუდად მოქცევაა ვალვერდესთვიდ? იმაზე ცუდად უნდა მოექცნენ ვიდრე მაგას წარმოუდგენია. როგორც მისი 3 ბურთიანი უპირატესობების განიავება დარჩება სულ ისტორიას ისეთი დასამახსოვრებელო უნდა იყოს მისი გაძევება
უთავმოყვარე კაცს უარესად უნდა მოექცე. ლივერპულის მერე თვითონ უნდა გადამდგარიყო, თუნდაც მინიმალური ყოფილიყო მისი დანაშაული. არ მიდის და აგრძელებს გუნდის გაფარჩაკებას. ბარსა, ამხელა გუნდი ყველას დასაცინი გახადა. რამდენი მწვრთნელი გაუშვეს ამ 3-4 თვეში ევროპის გუნდებიდან, მაგრამ დაიქცა ქვეყანა? ვერ ქაჩავ და უნდა წახვიდე და წერტილი. ატლეტიკო იყო ბოლო წვეთი. ერთში ვეთანხმები, რომ უცერემონიოდ უნდა გაეშვა ბართოს დაბრუნებისთანავე, მაგრამ ბართოც კვერცხია და მაგის გამბედაობაც არააქვს.
არავინ იცის რაზე ისაუბრეს ჩავისთან. რა საჭიროა ყვითელი პრესის ჭორების მოსმენა. რატომ ექცევა ბარსა ცუდად ვალვერდეს? ვინ რა იცის რა ხდება? რა აყალ-მაყალია ტყუილად აგორებული. დალაპარაკება თუ არ შეიძლებოდა საერთოდ არ ვიცოდი.
და იმას რატო არ ითვალისწინებთ ჩემპიონთა ლიგაზე 2 წელუა ფინალამდე რო ვერ მივაღწიეთ და 3 გოლს ვანიავებთ🤬😡
კიდე ბარსელონა ექცევა ცუდად? რაც ამან ბარსელონას დამართა ლინჩის წესით რო არ ასამართლებენ მადლობა თქვას