workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ალ სადის” დირექტორი: დიდი ალბათობით, მომავალში, ჩავი “ბარსელონაში” დაბრუნდება

“ალ სადის” დირექტორი: დიდი ალბათობით, მომავალში, ჩავი “ბარსელონაში” დაბრუნდება

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “ბარსელონას” მთავარი, მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, შესაძლოა, ჩავი ერნანდესმა ჩაანაცვლოს, რომელიც ამჟამად “ალ სადს” მეთაურობს. ამაზე კომენტარი ყატარული კლუბის დირექტორმა, ტურკი ალ-ალიმ გააკეთა.

“ჩავის “ბარსელონაში” დაბრუნების საკითხის განხილვა ნებისმიერ დროს ბუნებრივი და მოსალოდნელი იქნება. ეს მისი სახლია. დიდი ალბათობით, მომავალში, ჩავი კატალონიაში დაბრუნდება, მაგრამ ახლა ის “ალ სადის” მწვრთნელია.”

“ჩავი ხვალინდელ თამაშზეა კონცენტრირებული. ნებისმიერი მოლაპარაკება ჩვენი კლუბის ოფიციალური წყაროების გავლით, საჯაროდ წარიმართება” – ვკითხულობთ ტურკი ალ-ალის სიტყვებს “ალ სადის” ოფიციალურ განცხადებაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • (გიო)
    schedule 11 იან 2020, 00:01

    🎙რივალდო : “ ბარსელონა უბრალოდ იშლება და მწვთრნელი უბრალოდ უყურებს თუ როგორ ხდება ეს “

    🎙: “კლუბმა ის სეზონის ბოლომდე უნდა გაათავისუფლოს, რადგან ისეთ კლუბს როგორიც ბარსაა არ შეუძლია ასე დაუდევრად წააგოს მატჩები. მწვრთნელის სამუშაოს შემადგენელი ნაწილი იმ პრობლემების აღმოჩენა და გადაჭრაა, რომლებიც თამაშის მიმდინარეობისას იჩენენ თავს “

    🎙: “თუ ის ასე ჯდომას განაგრძობს, ბარსელონა ეტაპობრივად დაიშლება. ოპონენტებს კი შანსი ეძლევათ საკუთარი თამაში შეცვალონ და გაგაკვირვონ “

    🎙:” დარწმუნებული ვარ ეს ბოლო მარცხი ვალვერდეს არაფერს ასწავლის. ბოლო შეხვედრამ კლუბის ბოლო იმედგაცრუებები შემახსენა ლიგაზე. ვალვერდეს სამსახური ბეწვზე კიდია “

    🎙:” სიმეონე ენთუზიაზმით სავსე მწვრთნელია, ის ყოველთვის აწვდის თავის ხმას მოთამაშეებს, მოტივაციას აძლევს და სთხოვს რომ მეტი გაიღონ თამაშისთვის – შეიძლება სწორედ ეს არის ის , რაც აკლია ბარსელონას ახლა “

    🎙: “ბარსელონას არ შეუძლია მნიშვნელოვან მატჩებში ძილი განაგრძოს. ეს ძალიან შემაშფოთებელია”


    მარტო რივალდო არა ყველა ვისაც ბარსელონაში სიტყვა ეთქმის ყველამ უნდა დააჯვას ხელმძღვანელობას თორე ესეთი ტემპით ჩვენ მხოლოდ უფსკრულისკენ ვიჩეხებით…

  • dembelle
    schedule 10 იან 2020, 23:51

    არვიცი ბიჭებო რა დავწერო უკვე იმ დონეზე არმიმწონს ბარსელონას პოლიტიკა პრეზიდენტიდან დაწყებული მწვრთნელამდე დამთავრებული და სადღაც შუაში ფეღბურთელებიც, რა ჭირს ამ გუნდას ისეთი რომ ვალვერდე ვერ მოიშორეს იმენა ვერ გააგდეს, მერე კოდე ეს ქლიავი ფეღბურთელები რო გამოდიან და რო უჭერენ მხარს ვალვერდეს და ნდობას უცხადებენ განა საიმოვნებთ რო სულ ესე უღიმღამოდ არიან ?? და არაფრის მოტივაცია არააქვთ? ზოგზოგიერთები მილანზე კაიფობს და "დასცინის" 12 ადგილზეაო და არ გაგჩენიათ კითხვა რო რატო დაემართა ესეთი რაღაცა ამ უდიდესი ისტორიის მქონე გუნდს ესეთი რამ??? ის რაც დღეს მილანს ჭირს იგივე დაგვემართება ჩვენც თუ პოლიტიკა არ შეიცვლება რისიც ყველაზენაკლებადმჯერა

    ციტატა: dembelle
    არვიცი ბიჭებო რა დავწერო უკვე იმ დონეზე არმიმწონს ბარსელონას პოლიტიკა პრეზიდენტიდან დაწყებული მწვრთნელამდე დამთავრებული და სადღაც შუაში ფეხბურთელებიც, რა ჭირს ამ გუნდას ისეთი რომ ვალვერდე ვერ მოიშორეს იმენა ვერ გააგდეს, მერე კოდე ეს ქლიავი ფეხბურთელები რო გამოდიან და რო უჭერენ მხარს ვალვერდეს და ნდობას უცხადებენ განა საიმოვნებთ რო სულ ესე უღიმღამოდ არიან ?? და არაფრის მოტივაცია არააქვთ? ზოგზოგიერთები მილანზე კაიფობს და "დასცინის" 12 ადგილზეაო და არ გაგჩენიათ კითხვა რო რატო დაემართა ესეთი რაღაცა ამ უდიდესი ისტორიის მქონე გუნდს ესეთი რამ??? ის რაც დღეს მილანს ჭირს იგივე დაგვემართება ჩვენც თუ პოლიტიკა არ შეიცვლება რისიც ყველაზენაკლებადმჯერა

  • (გიო)
    schedule 10 იან 2020, 23:36

    მწერლებო რივალდოს კომენტარი დადეთ ვალვერდეს როგორ ასხავს, მგონი სინტერესო იქნება )))

    ისევ და ისევ შენ ბორბა heart_eyes

  • mesi_10
    schedule 10 იან 2020, 23:24

    ძალიან მინდა პუიოლი ვიხილო ბარსას მწვრთნელის პოსტზე და რამდენათ შესაძლებელია დრო გვიჩვენებს, ისე კი არც ჩავიკო იქნება ცუდი ვარიანტი და ეგ საკითი რაც უფრო მალე დადგება დღის წესრიგში მითუკეთესი ეგება გვეშველოს რამე თლა დაგვაქცია ამ შობელძაღლმა ვალოდამ..

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 10 იან 2020, 22:36

    ეგ ყველამ იცის,რომ მომავალში ბარსაში დაბრუნდება!!!

  • M10 S9 D11
    schedule 10 იან 2020, 22:35

    იმედია ამ ზამთარშივე მოვა

  • mesi-mesi
    schedule 10 იან 2020, 22:33

    გამარჯობათ ბარსას ფანებო მე ახალივარ. ეღთი თხოვნა მაქვს ნამდვილ ბარსას ფანებთან თუ გიყვართ ფეხბუთი და სპორტი გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი იუთუბ არხი რომლის ლინკსაც დავდებ მჯერა თქვენი ჩემო კულე მეგობრებო <3 https://www.youtube.com/channel/UCJdM5qz_qGISD1f7m1SN4TA?view_as=subscriber luka TMG maweria da mesis surati miyenia

  • Johan cruyff13
    schedule 10 იან 2020, 22:25

    მოდი ხავი რა,გვიშველე რამე