ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “ბარსელონას” წარმომადგენლები, ერიკ აბიდალი და ოსკარ გრაუ, დოჰაში იმყოფებიან და ჩავი ერნანდესს “ბლაუგრანას” ჩაბარების თაობაზე ესაუბრებიან.
ეს ინფორმაცია RAC1-მა გაავრცელა, რომელიც კლუბთან დაახლოებული და ერთ-ერთი ყველაზე სანდო წყაროა, თუმცა ზემოთხსენებული გამოცემა ერთადერთია, რომელიც ირწმუნება, რომ გრაუ და აბიდალი დოჰაში ჩავისთან მოსალაპარაკებლად ჩავიდნენ.
ერთ-ერთი ესპანელი ჟურნალისტი, სიკე როდრიგესი გვამცნობს, რომ “ბარსას” წარმომადგენლები ყატარში დემბელეს მკურნალობის ხარჯების დასაფარად არიან. Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ედუ პოლოც ამ ვერსიას უფრო ემხრობა, თუმცა ის ჩავისთან შეხვედრასაც არ გამორიცხავს.




მაგისთვის გადაფიცხვებიც არსებობს ასე რომ ხავისთან ჩავიდნენ და იმედია დანიშნავენ უახლოეს მომავალში
რა არის ბარსას თამაში? ატლეტიკოს სტილი,მაგრამ უფრო დაბალი დონის… გუნდში აღარაა ბარსელონას ფილოსოფია,ის გაქრა და გააქრო ვითომდა ანგელოზმა ერნესტო ვალვერდემ,რატომ მოიყვანა ბართომეუმ ეს კაცი გუნდშიი აუცილებლად უნდა გაეცეს ამ კითხვას პასუხი,მან კარგად იცოდა რა ფილოსოფიის მატარებელი იყო ვალვერდე ბილბაოსა და სხვა გუნდებში… გუნდის თამაში მიჰყავს დაცვას,ანუუ ბურთს ძირთადად აკონტროლებს რობერტო პიკე ლენგლე ალბა… ნახევარმცველები არიან გათიშულები,როგორც გამთამაშებლები და მესის უწევს უკან ჩამოსვლა,მოატყუებს 1-2 კაცს და ვინღაა ნორმალურად გახსნილი-არავინ,ისიც თუ მოატყუა 1-2 კაცი (ყოველთვის ვერ იზამს) ამ შემთხვევაში ერნესტოს ჭირდება პაულინიო-ვიდალის უხეში სტილის და არა შემოქმედებითი მოთამაშე როგორც მე-5 მცველი და ჩამშლელი … დაცვა შეტევაში კარგად თამაშობს მარა საერთოდ არ უნდა იყოს ჩართული (რობერტო-ალბას გამოკლებით) და როცა დაცვას უწევს თავდაცვა ამას ვერ ახერხებს.. გუნდში მექანიზმი აღარ არსებობს,თითქოს ტაქტიკა გაქრა და ბურთს ეზოს ფეხბურთელები შემთხვევითობის პრინციპით ათამაშებენ… მოცემულ სიტუაციაში გუნდის დახმარება შეუძლია ისეთ ადამიანს,პიროვნებას-ვისაც ავტორიტეტი ექნება (ვალვერდეს არ აქვს) ასეთებია-კუმანი ხავიდან ერთ-ერთი. კუმანი იმიტომ რომ-ჰოლანდიური პრაქტიკა ბარსაში ყოველთვის წარმატებული იყო და როგორც შეტევის მოყვარული რონალდი გუნდში გადამწყვეტი იქნება…ისევე როგორც ხავი,რომელიც თვითონა ტიკი-ტაკას (ბარსელონას ფილოსოფიის) ნაწილი და შემოქმედი. არც ბართომეუა ბარსასთვის მისაღები პერსონა-მეტად მისაღები ლაპორტაა,რომელიც ბარსელონას წინა წლებშიც პრეზიდენტობდა და აქვს ბარსელონური ფილოსოფიის გეგმა,რომელსაც შეასრულებს მწვრთნელის,შტაბისა და ფეხბურთელების ჩართულობით!
ალბათ კეისით ჩაიტანა ქეშად ფული, არამგონია მაგის გმო იქ წასულიყვნენ რომელი საუკუნეა გადარიცხავ და ეგაა ან რაღადროს დავალიანებაა ნისიაზე გაიკეთა ოპერაცია
წელსაც შევრცხვებით ესეიგი ლიგაზე
მაინც დატოვებენ სეზონის ბოლომდე ვალვერდეს უბრალოდ აფანატებენ მასზე და შანსი არაა ესე მარტივად გაუშვან სანამ გუნდს ბოლომდე არ შეარცხვენს კიდევ ერთხელ