საულ ნიგესი: მესის აქვს რაღაც, რაც სხვებისგან განასხვავებს

საულ ნიგესი: მესის აქვს რაღაც, რაც სხვებისგან განასხვავებს

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი საულ ნიგესი, “ბარსელონასთან” დღეს გასამართი მატჩის წინ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.

“როდესაც საუკეთესო ხარ, მოედანზე სხვაობას ნებისმიერ ეპიზოდში ქმნი. ჩვენს ბოლო თამაშში, 84-ე წუთზე, თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ მან ჩვენს კარში გოლის გატანა მარტივად მოახერხა.

სხვა შემთხვევებში, მას შეუძლია ჯარიმა გაიტანოს. მესი ძალიან მრავალმხირივია და მას შენთვის ზიანის მოყენება ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. თუ ის გოლის გატანას ვერ ახერხებს, საგოლე გადაცემას აკეთებს… მას აქვს რაღაც, რაც სხვებიგან განასხვავებს. მისი შეჩერება ძალიან ძნელია.” – ციტირებს საულის სიტყვებს Marca.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 09 იან 2020, 17:24

    ერთია და განუმეორებელი.

  • M10 S9 D11
    schedule 09 იან 2020, 16:36

    ერთი ეს მომიყვანეთ ბარსაში და მეტი არ მინდა არაფერი