“ბარსელონამ” ამოარჩია ის ორი ფეხბურთელი, რომლებთან კონტრაქტების გახანგრძლივებაზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს, იტყობინება Sport.
ეს ფეხბურთელები კლემან ლანგლე და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი არიან.
გერმანელ მეკარეს კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. ის წელიწადში 8.5 მილიონ ევროს იღებს და გუნდში მე-13 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მარკის ამჟამინდელი ხელფასი მისი თამაშის დონეს ნამდვილად არ შეესაბამება. ტერ შტეგენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
რაც შეეხება ლანგლეს, მისი კონტაქტი 2023 წელს იწურება, მაგრამ კლუბმა გადაწყვიტა, ფრანგს ახალი ხელშეკრულება ახლო მომავალში შესთავაზოს. ამჟამად, კლემანი წელიწადში 2.7 მილიონ ევროს იღებს (მე-17 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გუნდში).
კატალონიური გამოცემის ცნობით, კლუბში ასევე, ლიონელ მესის ახალ კონტრაქტზეც მუშაობენ.




მესის კონტრაქტზე რა მუშაობა უნდა, უნდა წავა უნდა დარჩება ვინმე გადაათქმევინებს? ან რო მოითხოვოს ხელფასის გაზრდა უარს ეტყვიან?
მე მგონი ეს ბიჭი რო არ დაგეჩაგროს ნოიერის დონე ხელფასი უნდა მივცეთ, არა მგონია გერმანიაში დიდი ხელფასები იყოს და თანაც ყველას ვაგრძნობინებთ რო არავიზე ნაკლები არ არის და სასწაულად წავახალისებთ.
რათქმაუნდა უნდა გაუხანგრძლივონ ორივეს ლენგლე არაა ცუდი მცველი უბრალოდ ძირითადის იგროკი არ უნდა იყოს ზამენაზე კიბატონო
ორივე დასატოვია,განსაკუთრებით შტეგოოო.
ტერ შტეგენი მეტ ხელფასსაც იმსაურებს
ლენგლეს კონტაქტი 2023 წელს უმთავრდება. რამდენს ნიშნავს ერთი ასო.
ნეტა კოუს ამბავი როგორ იქნება ..
ორივე მისაღებია.
მართალია ტერ შტეგენი მეტს იმსახურებს