“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, უგოლოდ დასრულებული “რეალთან” მატჩი შეაფასა.
“გარკვეულ მონაკვეთებში უპირატესობა ორივე გუნდს ჰქონდა. “რეალმა” პრესინგი კარგად ითამაშა და ხიფათის შექმნა მოახერხა. ამას ველოდით. როცა მეტოქე ძლიერია, ინდივიდუალური დუელების მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კი ხან გამოგვდიოდა, ხან კი – არა.
ბევრი ბარათი და დაძაბულობა იყო – “კლასიკო” “კლასიკოა”.
ბუსკეტსს მატჩის წინ სიცხე ჰქონდა. განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ ძირითად შემადგენლობაში არ დამეყენებინა.
კარგი იქნებოდა, რომ მოგვეგო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სახლში ვთამაშობდით, მაგრამ შეგვიძლია, 2019 წელი მაინც ცხრილის სათავეში დავასრულოთ”. – განაცხადა ვალვერდემ.



