“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი, ნეიმარი, რომელიც წინა ზაფხულში კატალონიურ გუნდში დაბრუნებისთვის ყველაფერს აკეთებდა, France Football-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ პსჟ-დან წასვლის მიზეზს ვერ ხედავს.
“რატომ უნდა მსურდეს პსჟ-დან წასვლა?
დღეს მე პარიზელი ვარ და 100%-ს ვაკეთებ. შესაძლებლობების მაქსიმუმს ვავლენ იმისთვის, რომ გუნდმა მოიგოს.
“ბარსელონადან” იმიტომ წამოვედი, რომ ახალ გამოწვევებს ვეძებდი. ამას ლეო მესისთან ან ოქროს ბურთთან კავშირი არ აქვს. მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისი თამაშიც ოდესმე მინახავს. ის ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთი მხოლოდ მისთვის უნდა არსებობდეს.
ჩემი მიზანია, რომ პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, ყველაზე მეტად კი ბრაზილიასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა მინდა”. – აცხადებს ნეიმარი.




ნეიმარი: ჩორტიუ ზნაეტ ვინ ჩემი ყ….ვარ….))) საცოდავი ხარ…ვერაფერს ეღირსე ამხელა ნიჭის პატრონი….
ეეეჰ, ნეიმარ, ცანცარა იყავი, ცანცარა ხარ 28 წლის ასაკში (5 თებერვალს იზეიმებ დაბადებას) და ცანცარად დარჩები!
შენ გაუმჯობესებული ეროვნული თვისებების მქონე, სუპერგაპიარებული, სუპერავარდნილი, ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში ჩარჩენილი სუპერთანამედროვე ბრაზილიელის რეალური სახე ხარ!
…ჩემდა სამწუხაროდ!