ინსტიტუციურ საკითხებში “ბარსელონას” დირექტორი, გილერმო ამორი, რომელიც ხელმძღვანელობის კიდევ ოთხ წევრთან ერთად ნიონში კატალონიური კლუბის ოფიციალური წარმომადგენელი იყო, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგს აფასებს.
“ტურნირის ამ ეტაპზე ყველა მეტოქე ძლიერია.
უპატივცემულობა იქნება, ვთქვათ, რომ ერთ რომელიმე გუნდთან შეხვედრა სხვასთან შეხვედრას გვერჩივნა.
ნეაპოლი ფეხბურთის თამაშისთვის შესანიშნავი ქალაქია.
გუნდმა მწვრთნელი ახლახანს შეიცვალა. გატუზოს სიტუაციის დასალაგებლად საკმაო დრო აქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, იტალიაში კარგი შედეგის დასაფიქსირებლად ჩავალთ და საქმის ბარსელონაში დასრულებას ვეცდებით.
გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნები მასპინძლებს გარკვეულ უპირატესობას აძლევს, მაგრამ ცივ სტადიონზე თამაშს ჩვენ ეს გვირჩევნია.
იქ მარადონა ღმერთადაა მიჩნეული, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ლეო მესი ისე ითამაშებს, როგორც ჩვევია”. – ამბობს ამორი.
ადმინი არ ქვია მაგას, სექტის თავმჯდომარე, რომელიც მოგონილი სიახლეებით კვებავს ხალხს და ბევრი იჯერებს.
ხოო,სხვა სამყაროა