workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” მზადაა როსიში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს

“ბარსელონა” მზადაა როსიში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს

La Gazzetta Dello Sport–ზე დაყრდნობით კატალონიის “ბარსელონას” ინტერესი იტალიელი ფორვარდის მიმართ უფრო და უფრო იზრდება. იტალიელი ვარსკვლავი ბრწყინვალე სეზონს ატარებს, თუმცა არც აქამდე აკლებდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებულმა 24 წლის “ვილიარეალის” ფორვარდმა 30 მატჩში 16–ჯერ აიღო მეტოქის კარი და კვლავ აგრძელებს შედეგიანად ასპარეზობას.

როსითი ასევე დაინტერესებულია სერია ა–ს უმეტესობა კლუბები. ისინი ცდილობენ ფეხბურთელი სამშობლოში დააბრუნონ. თუმცა სადაც “ბარსაა”, იქ კონკურენცია არ არსებობს. “ლურჯ–ბროწეულისფერები” მზად არიან 30 მილიონი ევრო გადაუხადონ “ყვითლებს”. ეს თანხა სავსებით საკმარისია. ჯუზეპეს “ვილიარეალთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ “ბლაუგრანას” ასეთი შეთავაზების შემდეგ ძნელი საფიქრალია, რომ გუნდის ხელმძღვანელობა მის გაშვებაზე უარს იტყვის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში