გუშინ, “ჩელსიმ” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საგზური ოფიციალურად მოიპოვა. “ლილთან” მატჩის შემდეგ, ლონდონელების ახალგაზრდა ფორვარდმა, ტამი აბრაჰამმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ “ბარსელონასთან” თამაშის წინააღმდეგი არ იქნება.
“არ გვეშინია. ყველა გუნდისთვის მზად ვართ. “კამპ ნოუზე” თამაშის წინააღმდეგი არ ვიქნები, ან სხვა რომელიმე იმ სტადიონზე, სადაც ჯერ არ გამოვსულვარ.”
“ეს ამაღელვებელია, ძალიან ამაღელვებელი. ჩვენ ის გუნდი არ ვართ, რომელსაც გამოწვევების ეშინია. გვინდა, მსოფლიოს საუკეთესო სტადიონებზე მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს ვეთამაშოთ.” – ციტირებს ტამი აბრაჰამის სიტყვებს As.
შეგახსენებთ, რომ “ჩელსი” ჯგუფიდან მეორე ადგილიდან გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, 1/8 ფინალში “ბარსელონას” სწორედ “ლურჯები” დაუპირისპირდნენ.




ხოოო მოდით მერე და თუ არ შეგეშინდებათ მაგასაც დაგანახებთ მესი
როგორ უნდა ჩაიკეტოს, ზუმა ტომორი და ეგენი ყავს დაცვაში 😀 არადა მოუს გაზრდილია ეს ლამპარდი მარა ფიზიკურად ვერ კეტავს იგრას, ზატო კარგ შეტევას თამაშობს, მშვენიერი იქნებოდა ჩელსი, თან დარწმუნებული ვარ აბრაჰამი ბურთსაც ვერ მიიღებდა. ესეთი აყლაყუდა ნელი ფორვარდები ვერაფერს გვიპირისპირებენ უმეტესად. პროსტა მე ტოტე მინდა
ჩამოდი კამპნოუზე და ალადინის ხალიჩასავით გაფენვა ჩვენზე იყოს

რა უბედურებაა მალე ბარსაში თეთრი ფეხბურთელი არ დარჩება.
ბარსაში გადასვლაზე კი არ ამბობს, არამედ ბარსას რომ შეხვდეს ჩელსი 1/8 ფინალში და კამპ ნოუზე ითამაშოს.