ერნესტო ვალვერდეს გეგმიდან ამოვარდნის შემდეგ, ივან რაკიტიჩმა “ბარსელონას” შემადგენლობაში ადგილი ისევ დაიბრუნა. ხორვატი ნახევარმცველი აცხადებს, რომ “ბლაუგრანას” დატოვება არ სურს.
“ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი რამე მოხდა. ხანდახან, ისეთი რაღაცები ხდება, რასაც ვერ ხსნი, მაგრამ ამას უნდა შეეგუო.
მინდა, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო და აქ ვითამაშო. ყოველთვის ვამბობდი, რომ ბარსელონა ფეხბურთის სათამაშოდ საუკეთესო ადგილია.
მინდა, რომ სიამოვნება მივიღო და გუნდს დავეხმარო. ვცდილობ, თანაგუნდელებისა და მწვრთნელის ნდობა მოვიპოვო. ყველაფრისთვის მზად ვარ”. – ამბობს რაკიტიჩი.




ერთერთი დაუფასებელი ბარსას ქომაგებისგან👌❤
მიკვირს ამის ფონზე დემბელეს რომ უფრო აფასებენ სადაც საერთოდ არაფერი დაუმტკიცებია ბარსას ღირსეული წევრი რომ გახდეს👌👌👌
ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა რაკიტიჩი
eg ar unda cavides, gadaxedet rakitichis gareshe naxevardacvis tamashs cels titqmis mis gareshe tamashobda da ki vxedavdit ras gavda shuaxazis tamashi bolo ori itamasha dziritadshi da da isic vnaxet rogor daalaga centri. rakitichi unda darches
სკამზე კარგია და სამეფო მონებიც "უყვარს" , იჯექი სკამზე და ნუ წუწუნებ.
იმედია წასასვლელადაც მზად ხარ ზამთრარში შენი მატარებელი ჩამოივლის
რომელს აირჩევდი ?
მიკვირს ამასა და ვიდალს შორის არჩევანს რო აკეთებენ ხოლმე
100% სიმართლე
უზომოდ მაგარი ადამიანი და მაგარი ფეხბურთელი❤️