workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი მოხვდა 2011 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის (+სია)

მესი მოხვდა 2011 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის (+სია)

21 აპრილს, ყოველკვირეულმა ამერიკულმა გაზეთმა, “Time”–მა, გამოაქვეყნა 2011 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია, რომელშიც შედის არგენტინელი “სუპერ ბიჭუნა” – ლიონელ ანდრეს მესი.

Top 100

ამ სიაში შესულია პოლიტიკოსების, მთავრობის წარმომადგენლების, ხელოვანების და სპორტსმენების გვარები. ამ სიაში, ყველასთვის მოულოდნელად, მოხვდა ეგვიპტელი ვაელ გონიმი, რომელიც სათავეში ედგა ეგვიპტის რევოლუციას, სწორედ მან შექმნა სოციალურ ქსელ “Facebook”-ში გვერდი, სადაც ეგვიპტელ ხალხს მოუწოდა რევოლუციისკენ. მეორე პოზიცია დაიკავა ამერიკელმა ეკონომისტმა, ჟოსეფ სტიგლიცმა. იგი ჩაუდგა 2008 წლის მსოფლიო კრიზისის გამოსწორებას სათავეში და ქვეყნებს სხვადასხვა საშუალებებს სთავაზობდა. მესამე ადგილზე აღმოჩნდა ამერიკელი ბიზნესმენი რიდ გასტინგსი, რომელმაც დააარსა ფირმა – “Netflix”. სწორედ მან შექმნა პროგრამა, რისი დახმარებითაც შესაძლებელი გახდა DVD ფილმების ელ–ფოსტით გაგზავნა, ხოლო შემდეგ კი ინტერნეტიდან იწერდნენ ამ ფილმს ამავე ხარისხში. ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსებად კი მიიჩნევიან: ამერიკის პრეზიდენტი – ბარაკ ობამა, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი და ინგლისის პრემიერ–მინისტრი დევიდ ქემერონი.

ლიონელ მესი

ამ ასეულში ასევე შევიდა ორი სპორტსმენი: არგენტინელი ლიონელ მესი (87–ე ადგილი) და ბელგიელი ჩოგბურთელი კიმ კლეისტერსი. “ბარსელონას” ფეხბურთელი ბარაკ ობამას შედმეგ იმყოფება ამ სიაში. ამ ასეულში მოხვედრა ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია მისი კარიერისთვის.

ლიონელ მესიზე კომენტარი გააკეთა “ბარსელონას” ყოფილმა 14–მა ნომერმა, რომელიც ამჟამად “რედ ბულსის” ღირსებას იცავს, ტიერი ანრიმ: “ზოგჯერ ჩვენ გვავიწყდება, რომ ეს ბიჭუნა, ლეო მესი, არის 23 წლის და უკვე ამდენს მიაღწია. ის იყო უზადო პარტნიორი, არასდროს არაფერს დაუშავებს ადამიანებს. თუ რთულ სიტუაციაში იქნებოდი, უბრალოდ მას გადააწოდებდი ბურთს და პრობლემები მოგვარდებოდა. წარმომიდგენია რამხელა პატივშია ლეო, მაგრამ ის ისეთი ადამიანია, რომ ეს არც კი ადარდებს. ის ყოველთვის ბოლომდე იბრძივს, ვარჯიშებზეც კი არ სურს დამარცხება. ის თავისი გენიალურობით მარადონას მაგონებს. მე მასთან ერთად 3 წელი ვითამაშე და ვიტყვი: ლეო, ეს ჩემთვის დიდი პატივია!”. დაასრულა ტიერი ანრიმ “Time”-სთან ინტერვიუში.

სია

 

1)ვაელ გონიმი26)ფატი ტერბილი51)სერხიო მარკიონი76)ჰეიდი მურკოფი
2)ჟოსეფ სტიგლიცი27)დილმა რუსეფი52)მაჰენდრა სინ დონი77)სტინგი
3)რიდ გასტინგსი28)ტომ ფორდი53)ფელისა ვულფ–სიმონი78)ჯონათან ფრენზენი
4)ემი ფოლერი29)იანგ გუანლი54)ესტერ დუფლო79)რამაჩარდანი
5)ჯოფრი კანადა30)სუე სავაჯ–რუმბოგი55)რეინი80)მაიკლ რიი
6)მარკ ცუკერბერგი31)ტაკეში კანო56)ლარი ფეიჯი81)მარკ უოლბერგი
7)პიტერ ვესტერბაკა32)ნიკოლას სარკოზი57)მია ვასიკოვსკა82)რებეკა იტონი
8)ანგელა მერკელი33)მაიკლ ბაჩმენი58)დევიდ ქემერონი83)ხი ჯინპინგი
9)ჟულიან ასანგე34)საად მოჰსენი59)ჯონ ლესტერი84)კეტი ჯუსტი
10)რონ ბრუდერი35)კრის კრისტი60)მარია ბაშირი85)არიანა ჰაფინგტონი
11)ლამიდო სანუსი36)მეთიუ ვაინერი61)მუკეშ ამბანი86)ბარაკ ობამა
12)კოლინ ფირსი37)ლიზა ჯექსონი62)კრის კოლფერი

87)ლიონელ მესი 

13)ები ჩუა38)ჟან–კლოდ ტრიჩეტი63)მარგერეტ ვუდვარდი88)აზიმ პრემი
14)ჯო ბიდენი

39)ჯასტინ ბიბერი

64)ბრუნო მარსი89)არუნა როი
15)ჯენიფერ ეგანი40)უილიამი და მიდლტონი  65)დევიდ და კარლეს კოჩები90)რეი ჩემბერსი
16)კიმ კლისტერსი41)ჯო სკარბოროგი66)ჰანგ ჰუანგი91)სკოტ რადინი
17)აჰმედ შუჰა ფაშა42)ბლეიკ ლივლი67)დევიდ პეტრუსი92)ჯონ ბონერი
18)ანგ სან სუ კიუ43)ჰილარი კლინტონი68)მეთ დეიმონი და გარი ვაითი 93)დერიკ როუზი
19)კორი ბუკერი44)მუქთადა ალ–სადრი69)სესილი რიჩარდსი94)ჰუ შული
20)გაბრიელე ჯიფორდსი45)ანვარ ალ–ალვაკი70)ჯორჯ მარტინი95)ბენჯამინ ნეტანიუ
21)კაცუნობუ საკურაი46)კიმ იონგ უმი71)მარინე ლე პენი96)აიმან მოუელდინი
22)მიშელ ობამა47)საიფ ალ–ისლამ კადაფი72)გრანტ აჩატი97)კარლეს ჩაო
23)პოლ რაიანი48)ჰასან ნასრალა73)ფეისალ აბდულ რაუფი98)ბინეტა დიოპი
24)აი ვეივეი49)ნეიტონ ვოლფი74)El Général99)ჩენგ იენი
25)რობ ბელი 50)ოპრა ვინფრი75)ჯემი დაიმონი100)პატი სმიტი

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში