საფეხბურთო ვიქტორინა Me12 Motamashe / მე-12 მოთამაშე-ზე “ბარსელონას” ფანკლუბის დომინირება გრძელდება.
გუშინ, ზამთრის სერიის მე-2 ტური გაიმართა, რომელიც, პირველის მსგავსად, “ბლაუგრანას” გამარჯვებით დასრულდა.
“ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბის გუნდმა შესაძლო 75 ქულიდან 51 აიღო და მე-2 ადგილზე გასულ “ამბროზიანას” 4 ქულით აჯობა.
ამ მოგებით, “ბლაუგრანამ” საერთო ჩათვლაში ლიდერობა გაიმყარა და უახლოეს მდევარს ახლა უკვე 13 ქულით უსწრებს.
შეგახსენებთ, რომ “ბლაუგრანა” პირველი სეზონის ჩემპიონი და მე-2 სეზონის ვიცე-ჩემპიონია.
მე-2 ტურში “ბლაუგრანას” შემადგენლობა ასეთი იყო: ილო ბაბუხადია, გიორგი ანთაძე, ანდრია პროსტოსერდოვი, მიხეილ ზაქარეიშვილი, ტატო ბაციკაძე.

ანუ ბაციკაძე კულეა?
"ბლაუგრანელთა" ჯგუფში მოხვედრის შანსი არსებობს?
"სქაუზერები" ლუზერპულის ტრადიციებს იცავენ?!

არც "იქით" არიან,არც "აქეთ"
რა კუჭკუჭი რა ამბროოზიანა? დდდდ