workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ასეთ ფეხბურთელებს სხვაგან ვერსად ნახავთ

გვარდიოლა: ასეთ ფეხბურთელებს სხვაგან ვერსად ნახავთ

“ბარსელონასთან” ერთად ზედიზედ მეორედ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის დაუფლების შემდეგ, კატალონიელთა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ სამადლობელი სიტყვები არ დაიშურა თავისი ფეხბურთელების მიმართ.

მატჩის დამთავრების შემდეგ, სავსე “კამპ ნოუზე” წინ გამოსვლისას ”ბლაუგრანას” მწვრთნელმა უნიკალური მომენტი აღნიშნა. “ასეთ ფეხბურთელებს სხვაგან ვერსად ნახავთ. ისინი ნამდვილად ყველასგან გამორჩეულნი არიან. მათ შეუძლიათ ძალიან მარტივად აკეთონ ის რაც წარმოუდგენლად რთულია”.

პეპმა ცალკე აღნიშნა გულშემატკივართა ერთგულება და მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისათვის მთელი სეზონის მანძილზე, იქვე სინანული გამოთქვა იმაზე, რომ კლუბმა ამ სეზონში ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა. “ჩვენ თქვენს წინაშე ვალში ვართ, რადგან სწორედ ჩვენ უნდა გვეთამაშა ამ შაბათს მადრიდში”.

წყარო: barca.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში