UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” დორტმუნდის “ბორუსიას” უმასპინძლა.
პირველი ტაიმი კატალონიელებმა დამაჯერებლად მოიგეს – ლუის სუარესმა და ლიონელ მესიმ, 29-ე და 33-ე წუთებზე, გოლები და ასისტები გაცვალეს. 67-ე წუთზე, მესის კიდევ ერთი საგოლე გადაცემით ანტუან გრიზმანმა ისარგებლა, რომელმაც მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე, პირველი გოლი გაიტანა.
ათ წუთში, ცვლილებაზე გამოსულმა ჯეიდონ სანჩომ სხვაობა შემაცირა, მაგრამ “დორტმუნდმა” დარჩენილ დროში მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა. საბოლოო ანგარიში – 3:1.
F ჯგუფს “ბარსელონა” 11 ქულით ლიდერობს. მეორე და მესამე ადგილს 7-7 ქულით მილანის “ინტერი” და “ბორუსია” იყოფენ, შემდეგი კი 2 ქულით “სლავიაა”, რომელმაც ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.
უმოტივაციო “ბარსა” ბოლო ტურში სტუმრად “ინტერს” დაუპირისპირდება.




ეს ტემპი არ უნდა დავაგდოთ ისეთი სასტავი გვყავს რო თავისუფლად შეიძლება ლიგის მოგებაზე გავიწიოთ მთავარია ეს ტემპი რაც ბარსამ პირველ ტაიმში ითამაშა არ დავაგდოთ
ეხლა ხო ვიცი ატლეტიკოსთან ჩაიკუკავენ.
მეფის ბენეფისი👌👌, უყვარს მრგვალი თარიღები და მე-700 მატჩში იფრინა!
მორიგი საოცარი მატჩი საოცარი კაცისგან. მატჩის ასე საოცრად ჩატარება მხოლოდ საოცარ ადამიანს შეუძლია.
ნერვებიიი მეშლებაა ამ ფარჩაკკ ლივერლულთაან როგოორ გავვვარდიიით
ბერვი რაღაც არის არის არ მომეწონა მაგრამ გილოცავთ ბარსელონას გამარჯვებას წიინ ბარსაა <3
ბოლო ნახევარი საათი აღარ ბრძოლობდა გუნდი
მადლობა ლუსიენ ფავრს რო ესე მარტივად მოგვაგებინა ეს თამაში
ვალვერდე სანამ იქნება ლიგაზე ფიქრს მაინც აზრი არა აქ