ტრავმების, დისკვალიფიკაციის და ძირითადი შემადგენლობის ბირთვის ჩამოუყალიბებლობის გამო, ერნესტო ვალვერდემ, მიმდინარე სეზონში, ცხრა სხვადასხვა დაცვის ხაზი გამოიყენა.
“დორტმუნდთან” მატჩში დაცვის ფლანგებზე სერჟი რობერტო და ჟუნიორ ფირპო ითამაშებენ, ცენტრალური დაცვის წყვილი კი ლანგლე-უმტიტი იქნება. წინა მატჩებში, დაცვითი ოთხეულის წევრები ჟერარ პიკეს, ჟორდი ალბასა და ნელსონ სემედუსთან ერთად, მუსა ვაგე, ჟან-კლერ ტოდიბო და რონალდ არაუხოც იყვნენ.
რა თქმა უნდა, მრავალფეროვნება კარგია, მაგრამ ამ სეზონში შემადგენლობის სტაბილურობა “ბარსელონასთვის” პრობლემას ნამდვილად წარმოადგენს.
იმედია დღესაც სვარკას არ შემოგვთავაზებენ.
დღეს აუცილებლად უნდა მოიგონ რომ ხასიათი გამოუსწორდეთ ჩემპიონთა ლიგაზე