სპორტული დირექტორი: რაკიტიჩს “სევილია” ისევ უყვარს, მაგრამ მისი დაბრუნება გაგვიჭირდება

სპორტული დირექტორი: რაკიტიჩს “სევილია” ისევ უყვარს, მაგრამ მისი დაბრუნება გაგვიჭირდება

“სევილიას” სპორტული დირექტორი, მონჩი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ივან რაკიტიჩის “ბარსელონადან” ანდალუსიურ გუნდში დაბრუნების შანსზე საუბრობს. 

“არ ვიცი, რა მოხდება მომდევნო წლების განმავლობაში, მაგრამ ახლა ამის გაკეთება ძალიან გაგვიჭირდება. 

რაკიტიჩი ბარსელონაშია, კლუბთან კონტრაქტი აქვს. მას “სევილიას” სიყვარული არ დაუკარგავს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით მისი დაბრუნება ნაკლებადაა მოსალოდნელი”. – ციტირებს ესპანელის სიტყვებს Tribuna. 

ხორვატი ნახევარმცველი “ბარსას” შემადგენლობაში სათამაშო დროს ვეღარ იღებს და დიდი ალბათობით, გუნდს იანვარში დატოვებს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • JUZI
    schedule 27 ნოე 2019, 08:21
    #4

    გადაიხადეთ 40 მილიონი და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. smile სულ ტაშის გრიალით გამოვაცილებთ!

  • BEQA BARCA
    schedule 26 ნოე 2019, 23:38
    #3

    წაიყვანეთ როცა გინდათ.

  • gio123m10i8
    schedule 26 ნოე 2019, 23:33
    #2

    ციტატა: M10 S9 D11
    ვაფშე არაა რთული მოიტათ 50 მილიონი და წაიყვანეთ


    20.5 მილიონად გაყიდეს და 50 მილიონად ხოარდაიბრუნებენ

  • M10 S9 D11
    schedule 26 ნოე 2019, 23:18
    #1

    ვაფშე არაა რთული მოიტათ 50 მილიონი და წაიყვანეთ