workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მწვრთნელები მატჩის შემდეგ

მწვრთნელები მატჩის შემდეგ

გუშინ გაიმართა სამეფო თასის ფინალური დაპირისპირება კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის. თამაში 0:1 დასრულდა დედაქალაქელთა სასარგებლოდ. 18 წლის შემდეგ მათ პირველად აღმართეს აღნიშნული ტურნირის თასი. მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.

 

პეპ გვარდიოლა: “აუცილებელია, რომ ძალიან მალე დავივიწყოთ ეს მარცხი, რადგანაც სეზონის ბოლო ახლოვდება და სრული მობილიზაციაა საჭირო. ვულოცავ “რეალ”, რომელმაც პირველი ტაიმი კარგად ითამაშა. “ბარსელონა” მთელი მეორე ტაიმისა და დამატებით დროის განმავლობაში დომინირებდა მოედანზე, მაგრამ იღბალმა გადაწყვიტა ყველაფერი. ჩვენ გავაანალიზებთ საკუთარ პლიუსებსა და მინუსებს. საქმე ისაა, რომ ყოველთვის გამარჯვებული გუნდია სწორი, ხოლო დამარცხებულს ძალიან ცოტა არგუმენტი აქვს სიმართლის დასამტკიცებლად. ახლა ჩვენ უნდა აღვიდგინოთ ძალები და სრული კონცენტრაცია მოვახდინოთ ლა ლიგაზე. ამის შემდეგ კი კვლავ მადრიდის “რეალთან” მოგვიწევს შეხვედრა, ოღონდ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში. მე ვამაყოფ ჩემი ფეხბურთელებითა და გულშემატკივრებით”.

 

ჟოზე მოურინიო: “ჩვენ ფანტასტიური გამარჯვება მოვიპოვეთ. შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლა თანაბარი იყო. პირველ ტაიმში ჩვენ ვდომინირებდით, მეორეში – “ბარსა”. თუმცა ამისთვის მზად ვიყავით, რადგანაც შეუძლებელია ორი ტაიმი ჩაატარო ერთნაირ დონეზე. მინდა აღვნიშნო იკერ კასილიასის ფენომენალური თამაში, მან არაერთხელ გვიხსნა. ჩვენ მინიმალური შეცდომები დავუშვით, რადგანაც ფეხბურთელები იყვნენ სერიოზულად მობილიზებულნი და ტაქტიკურ მონახაზს ზუსტად ასრულებდნენ. ბევრს მიაჩნია, რომ მაღალი კლასი მხოლოდ ბურთის ფლობაა, მაგრამ დღეს გამოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. მთავარია მომენტების შექმნა, კონტრ–შეტევებზე მეტოქის დაჭერა და კომბინაციური თამაში. ვფიქრობ, ეს გამარჯვება ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენას შემატებს, რადგანაც მათ დიდი ხანია “ბარსელონას” წინააღმდეგ არ გაუმარჯვიათ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში