ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონასთან” მატჩის წინ, შესაძლოა, “დორტმუნდის” მწვრთნელი გაათავისუფლონ

“ბარსელონასთან” მატჩის წინ, შესაძლოა, “დორტმუნდის” მწვრთნელი გაათავისუფლონ

“ბარსელონასთან” მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, ლუსიენ ფავრი, შესაძლოა, დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლონ. 

ეს საკითხი აქტუალური გერმანული კლუბის მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგების, მათ შორის “ბაიერნთან” 0-4 წაგების და ბუნდესლიგის აუტსაიდერ “პადერბორნთან” ძლივს გადარჩენილი მატჩის გამო გახდა. 

გერმანულ მედიაზე დაყრდნობით Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “დორტმუნდის” პრეზიდენტმა და სპორტულმა დირექტორმა სპეციალური შეხვედრა გამართეს და ფავრის მომავალი განიხილეს. 

პრესა მიიჩნევს, რომ “ბორუსიას” ხელმძღვანელები არ იჩქარებენ და შვეიცარიელ სპეციალისტს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრამდე თანამდებობიდან არ გაუშვებენ, “ბარსასთან” მატჩი კი მისთვის გადამწყვეტი იქნება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 24 ნოე 2019, 23:31

    მშვენიერი იქნება უფრო მარტივად მოვუგებთ

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 24 ნოე 2019, 22:58

    უნდა მოვიგოთ დიდი ანგარიშით.

  • messi and iniesta
    schedule 24 ნოე 2019, 22:36

    ციტატა: me da barca
    არავის პატიობენ შეცდომებს გარდა ვალიკოსი, ეს სი,ი ხელშეუხებელია.

    უნაი ემერი გავიწყდება და სოლსკიაერი

  • me da barca
    schedule 24 ნოე 2019, 22:30

    არავის პატიობენ შეცდომებს გარდა ვალიკოსი, ეს სი,ი ხელშეუხებელია.