ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-10 ტურში, საფრანგეთის ნაკრები სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდა.
შეხვედრაში “ბარსელონას” ორმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. კლემან ლანგლემ და ანტუან გრიზმანმა მოედანზე 90 წუთი გაატარეს. გრიზმანმა 31-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა, ანგარიში კი მე-8 წუთზე კორენტენ ტოლისომ გახსნა. საბოლოო ანგარიში – 0-2.
საფრანგეთმა H ჯგუფი 8 მოგებით, 1 ფრით, 1 წაგებით და 25 ქულით დაასრულა. მეორე ადგილზე თურქეთი გავიდა. ისლანდიას ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსი პლეი-ოფის საშუალებით ექნება, ალბანეთი, ანდორა და მოლდოვა კი ჯგუფში ჩარჩნენ.
[media=https://www.youtube.com/watch?v=mSNxH7lD9EU]
![გრიზმანის გოლი და ასისტი – საფრანგეთმა შესარჩევი მოგებით დაასრულა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2019/11/1574063112_b.jpg)



ჟირუს საერთოდ ნაკრების ძირითადში რა ესაქმება!? ან მბაპე დააყენოს ცხრიანზე, ან თუნდაც გრიზმანი, რო ვუკვირდები მარტო ბარსელონაში კიარა ნებისმიერ გუნდშია ისეთი ფეხბურთელი კაციშვილმა რო არ იცის რა უნდა და რატოა ძირითადის წევრი
რამდენი საგოლე გაუფუჭეს კიდე იმ მძორებმა.. ერთი ჟირუმ და მეორე აღარ მახსოვს, ორივე 100% ანი