“ბარსელონასა” და “სელტიკის” ყოფილმა ფორვარდმა, ჰენრიკ ლარსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის 2006 წლის ფინალი და უეფას თასი გაიხსენა.
“როდესაც “სელტიკის” შემადგენლობაში ვთამაშობდი, ჩვენ უეფას თასის ფინალში “პორტუს” წინააღმდეგ ვითამაშეთ, სადაც 2 გოლი გავიტანე, თუმცა მაინც დავმარცხდით 2:3. ამ შეხვედრაზე წლები ვეღარ ვსაუბრობდი, რადგან საკმაოდ დიდი დარტყმა მივიღე.. ვერცხლის მედალი მაშინვე მოვისროლე, თუმცა ჩემმა თანაგუნდელმა ის აიღო და კვლავ დამიბრუნა.
2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როცა “ბარსელონას” ღირსებას ვიცავდი, ძალიან მინდოდა “არსენალის” კარში გოლის გატანა. სათადარიგო სკამზე ჯდომა კი საკმაოდ რთული იყო (შვედი მოედანზე 61-ე წუთზე გამოვიდა) თუმცა ფაქტის წინაშე ვართ, უმჯობესია ტიტული მოიგო გოლის გარეშე, ვიდრე გაიტანო ორი გოლი და დამარცხდე.” – განაცხადა, ლარსონმა.

დღემდე დიდი ტკივილაი ეგ ფინალი არსენალისთვის
გოლი უნდა ჩათვლილიყო ან ლემანი გაეძევებინათ, ორივე შემთხვევაში ბარსა იღებდა უპირატესობას,თან კემპბელის გოლი სიმულაციას მოყვა(პუიოლს არ წაუქცევია მეთოფე და არ იყო ჯარიმა). ბარსამ დაიმსახურა და მოიგო,ასე რომ გაჩუმდნენ!!!
მაგ ფინალს ვერ ივიწყებენ მეთოფეები. ძაან მწარედ ახსოვთ ლემანის გაძევება მოედნიდან.
ლარსონ ჯიგარსოოონნნ😂😂👌👌❤❤