“ბარსელონას” კაპიტანმა ესპანურ პრესასთან ინტერვიუში, კარიერის ერთადერთ გამორჩეულ შემთხვევაზე ისაუბრა, როდესაც მაისურის გაცვლა ლეგენდარულ ფრანგ ვარსკვლავს, ზინედინ ზიდანს სთხოვა. იტყობინება, Marca.
“მატჩის დასრულების შემდგომ მაისურის გაცვლას სხვა მოთამაშეებს არ ვთხოვ, ძირითადად ამას მათი თხოვნის შემდგომ ვაკეთებ. ერთადერთი გამონაკლისი ზიდანის შემთხვევაში დავუშვი, როდესაც მასთან მივედი და მაისური ვთხოვე. ჩვეულებრივ, როდესაც მეტოქეები არგენტინელი მოთამაშეები არიან მაისურს მხოლოდ მათ ვუცვლი ხოლმე, ხოლო თუკი გაცვლას არავინ არ მთხოვს, ამაზე არც მე ვფიქრობ.” – განაცხადა, მესიმ.

პუიოლს რომ ჩაარტყა იდაყვი ზიდანმა, ლუის ენრიკემ და მან იჩხუბეს მაგრად…
მერე მისცა ზიდანმა მაისური? კარგად მახსოვს რა საზიზღარი ხასიათის იყო, ერთხელ ჩავის რო წაუჭირა ხელი ყელში, ახვარი.
ორი გენიოსი
როგორი სურათია, ძლივს ვიცანი მესი.
საუკეთესომ დააფასა ერთ-ერთი საუკეთესო და როგორც თინეიჯერმა თვითონ სთხოვა მაისური.
მესი G.O.A.T.❤❤❤❤