Daily Mail-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” “ზალცბურგის” ამომავალი ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის შეძენით დაინტერესებულია, მაგრამ ავსტრიული კლუბის მიერ ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა ზედმეტად მიაჩნია.
19 წლის მოთამაშეს 18 მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი და “ბარსას” გარდა არაერთი დიდი ევროპული კლუბის ყურადღებას იქცევს, მათ შორის “რეალის” და “მანჩესტერ იუნაიტედის”.
ჰოლანდს “რედ ბულთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. მას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ უწერია, მაგრამ, პრესის ცნობით, ისინი 100 მილიონ ევროს ითხოვენ.

უეჭველი უნდა მოვიყვანოთ ეს უეჭველი
კაი რა სადაც 80-ს იხდი სიტყვაზე იქ 20-იც დამატე მარტო ბარსა ხო არ ნადირობს არა ამ ბიჭზე აუწევენ სტავკას და მიყარონ მერე კაკალი
100 მართლა სიღორეა. აი 80 კაი ფასია ამისთვის მარა თუ ვირზე შეჯდნენ მისცენ 100 მომავლის მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი გვეყოლება