2019/20 წლების სეზონის ესპანეთის სუპერ თასის საბოლოო დეტალები ოფიციალურად გახდა ცნობილი.
აქამდე ვიცოდით, რომ ტურნირი 8-12 იანვარს, 4 კლუბის მონაწილეობით გაიმართება. დღევანდელი ინფორმაციით კი ოფიციალურად დასტურდება, რომ გათამაშებას საუდის არაბეთი უმასპინძლებს.
მატჩები ჯედაში გაიმართება. ეს ქალაქი ქვეყანაში სიდიდით მეორეა და საუდის არაბეთის კომერციული ცენტრია.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია შეხვედრებზე ქალების დასწრებას უზრუნველყოფს – ეს პრობლემა ახლო აღმოსავლეთში დღემდე არსებობს.
ტურნირი მონაწილე კლუბებისთვის ფინანსურად ძალიან მომგებიანი იქნება. ნახევარფინალისტები 8.9 მილიონ ევროს მიიღებენ, ფინალისტები კი – 12 მილიონს. Marca-ს ცნობით, მხოლოდ ერთი შეხვედრის გამართვის შემთხვევაში (როგორც ტრადიციულად ხდებოდა), ეს მატჩი “კლასიკოც” რომ ყოფილიყო, მოგება 3 მილიონზე მეტი ვერ იქნებოდა.
როგორც იცით, სუპერ თასზე მონაწილეობას “ბარსელონა”, “ვალენსია”, “ატლეტიკო” და “რეალი” მიიღებენ. ნახევარფინალების წილისყრა 11 ნოემბერს გაიმართება.




arasworia magi mere
ანუ ბარსამ და ვალენსიამ ჩემპიონობა და თასი მოიგეს, და სუპერთასი შეიძლება ატლეტიკომ ან რეალმა წაიღოს?
ჭრებალოო
კაროჩე ყველაფრიდან ფულს ადნობენ ეს შობელძაღლები საუდის არაბეთი არა ჭრებალო კიდე
აი თურმე რატომ გახდა ოთხგუნდიანი სუპერთასი.. ფული, ფული და ისევ ფული.