ჩემპიონთა ლიგაზე “სლავიასთან” მატჩის შემდეგ (სამშაბათი) “ბარსელონას” ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთხელ ივარჯიშეს – ოთხშაბათს დილით.
კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს გადაწყვეტილებით, გუნდმა ორი დღით დაისვენა. ფეხბურთელები “სელტასთან” მატჩამდე ბოლო ვარჯიშს დღეს საღამოს გამართავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი “სიტუატ ესპორტივაზე” თითქმის 48 საათია არ ყოფილან. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მოახლოებულ სანაკრებო პაუზის დროს “ბარსას” მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე გამოაკლდება, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო საკამათო ხდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებას დიდ ყურადღებას არ აქცევს.

კიდე კაი სელტა უტრდნეროდაა თორე მაგათთანაც გაგვიჭირდებოდა თამაში
ვაა ეს ვინააა. წადი რა წადიიიიიიიი🤬😡🤬
შტერია და რა ქნას? არ მიკვირს ასეთი ქაჯობა