მიმდინარე სეზონში, “ბარსელონას” ფეხბურთელების უმრავლესობის თამაშის დონე მათ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. მათ შორისაა დაცვის ლიდერი ჟერარ პიკეც.
პერიოდულად, პიკე თავისი უმაღლესი კლასის დემონტრირებას ახერხებს, მაგრამ უმეტესად, 32 წლის ცენტრალური მცველი, თანაგუნდელების მსგავსად, მოწოდების სიმაღლეზე არაა.
პიკეს ცუდ ფორმაში ყოფნაზე მისი დისციპლინაც მეტყველებს. გუშინ, “სლავიასთან” გამართულ მატჩში (0-0), ჟერარმა ყვითელი ბარათი მიიღო. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მას უკვე 3 გაფრთხილება დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პიკე მომდევნო ტურში, “დორტმუნდის” წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.
ჩემპიონთა ლიგაზე მიღებულ 3 ყვითელს ლა ლიგაში მიღებული 6 ემატება და გამოდის, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში გამოცდილი მცველი უკვე 9-ჯერ გააფრთხილეს. გასულ სეზონში, 52 შეხვედრაში, მას მხოლოდ 7 ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.

ძალიან უყვარს საკუთარ საჯარიმოში ფინტების კეთება, და ამის უფლება არა აქვს ცენტრალურ მცველს, ამხელა მოუხეშავს, ბურთი დროზე უნდა მოიცილოს. გუშინ კი სხვა გზა არ დარჩა თავისივე ფინტზე წამოეგო და მაისურით რო არ ეთრია მოწინააღმდეგე აუცილებლად მეკარესთან მარტო დარჩებოდა.
ათამაშონ კაია შეუძლია ფეხბურთის თამაში უმტიტის? არ მგონია 😀
დიდი ხანია კიდიათ თამაში ამასაც ალბასაც ბუსკეცსაც და მესისაც, გეგონება იძულებით თამაშობენო ტიპები, რასაც აკეთებენ გამოცდილების და კლასის ხარჯზე გამოსდით თორე მონდომება არი ნოლი ვინც რამეს ინდომებს და წვალობს არტურო ვიდალი ფრენკი და შტეგენია რომელიც ყველაზე მეტად მეცოდება ამ განდილების გამო
ამან მართლა ძაან აუშვა. გადაყვა ბიზნესს და ფეხბურთი სულ დაიკიდა. მოაჯინონ ცოტახანი სკამზე და ისწავლის ჭკუას უმტიტი ლენგლე ათამაშონ. ვაკვირდები ტიპს და იმენა როცა გოლი გაგვდის ყველა ჯერი პოზიცია აქვს დაკარგული და ან წინ არია ასული ან სადღაც ტრაკ.ში დგას. მოტ.ნა ტვინი რა მართლა გააჯვას საერთოდ გუნდიდან წაიყოლოს ვალვერდე რობერტო რაკეტას დიდი პატივისცემის მიუხედავად ისიც უნდა წავიდეს დაბერდა
პიკე ზამენაზეა გადასაყვანი. დაბერდა…
საზიზღარ ფორმაშია პიკე ჯობია ტოდიბოს მიეცეს რამოდენიმე თამაშით შანსი გაფუშებით მაინც არ გააფუჭებს არაფერს
აი ყველა უბედურება რო ერთმანეთს ემატება ისეა ბარსას საქმე 😀 რამე პოზიტიური მოხდეს , ტრავმა მაინც მიიღოს დემბელემ რო ისევ რიტმში ჩადგეს ყველაფერი😀😀😂