ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სლავიას” მწვრთნელი: არა მგონია, “ბარსელონას” ზედიზედ ორჯერ წაგება სურდეს

“სლავიას” მწვრთნელი: არა მგონია, “ბარსელონას” ზედიზედ ორჯერ წაგება სურდეს

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურამდე ერთი დღით ადრე, პრაღის “სლავიას” მთავარმა მწვრთნელმა, რომლის გუნდმაც “ბარსელონას” წინა მატჩში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, პრესკონფერენცია გამართა. 

“დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსელონა” უკეთესი იქნება. 

წაგების შემდეგ განსაკუთრებით ფრთხილად ხარ, თანაც ისინი თავიანთი გულშემატკივრების თვალწინ ითამაშებენ. არა მგონია, ზედიზედ ორჯერ დამარცხება რომელიმე გუნდს სურდეს. 

თუ სუარესი არა, დემბელე მაინც ითამაშებს, ასე რომ, მის არყოფნას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 

ხშირად ამბობენ, რომ “კამპ ნოუ” მსოფლიოში ყველაზე დიდი სტადიონია, აქ ვარჯიშის შემდეგ კი ის კიდევ უფრო დიდი გვეჩვენა. თამაშს მოუთმენლად ველით”. – თქვა ჩეხმა სპეციალისტმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 04 ნოე 2019, 23:00

    მართალია ზედიზედ ორჯერ არ წააგებს ბარსა ასე რომ ხვალ გადავუვლით სლავიას

  • Fc Barca Batumi
    schedule 04 ნოე 2019, 22:55

    ჯიგარი ხარ, შენი ერთი პროცენტი ტვინი მაინც მიეცი ჩვენს აფეთქებულ ვალიკოს ჰაა stuck_out_tongue_winking_eye

  • BEQA BARCA
    schedule 04 ნოე 2019, 22:51

    სახლში აუცილებლად უნდა მოვიგოთ