ბრაზილიაში მიმდინარე 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი არგენტინელი მატიას პალასიოსია, რომელიც, Marca-ს ინფორმაციით, სხვა რამდენიმე კლუბთან ერთად “ბარსელონას” ყურადღებას უკვე იქცევს.
17 წლის ნახევარმცველი “სან ლორენსოს” რიგებში გამოდის, ნაკრებში კი მწვრთნელის, პაბლო აიმარის (ლიონელ მესის ბავშვობის საყვარელი ფეხბურთელი) ფავორიტია. აიმარი მიიჩნევს, რომ პალასიოსს დიდი მომავალი აქვს.
პალასიოსს, რომელიც “სან ლორენსოს” ძირითად გუნდში პირველად წელს გამოჩნდა, ახალგაზრდულ ნაკრებში უკვე 14 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც 6 გოლი გაიტანა.

ვიდეოებში რასაც ვუყურე კარგი შთაბეჭდილება დამრჩა კარგი პასი კარგი მოედნის ხედვა მესის სტილში თამაშობს
https://www.youtube.com/watch?v=h4LzOXB3Ivg