რუდ ვან ნისტელროი მესის ქებაზე: ასეთი რამ არასდროს მითქვამს

რუდ ვან ნისტელროი მესის ქებაზე: ასეთი რამ არასდროს მითქვამს

გუშინ, ესპანური და ინგლისური მედია (Sport, As, Fox Sport, ESPN, Daily Mail და Squawka) აქტიურად ავრცელებდა “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელის, რუდ ვან ნისტელროის კომენტარს, რომელიც ლიონელ მესის ეხებოდა.

თუმცა, დღეს ყოფილმა ფეხბურთელმა თავად დაადასტურა, რომ ეს ციტატა ყალბია: “ეს არასდროს მითქვამს.” – დაწერა ვან ნისტელროიმ Twitter-ზე.

ამის შემდეგ ინგლისურმა ESPN-მა და ესპანურმა As-მა თავიანთი გვერდებიდან ეს ციტატა წაშალეს. ასეთი სწრაფი რეაქციით კმაყოფილი დარჩა რუდ ვან ნისტელროიც და მანაც წაშალა ზემოთხსენებული კომენტარი.

“მადლობა, რომ ციტატა წაშალეთ, As და ESPN. მოდით, ვისიამოვნოთ მესისა და რონალდუს თამაშით სანამ შეგვიძლია.” – დაამატა რუდმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 23 ოქტ 2019, 17:03
    #3

    ამდენ გაზეთს მითუმეტეს იესპიენს მოელანდათ ამის კომენტარი? რაღაცაშია საქმე

  • guardiola
    schedule 23 ოქტ 2019, 16:33
    #2

    ისე არაფერი დააკლდება ამით მესის, მარა ტყუილად რა საჭიროა რო აბრალებენ ეს თქვაო? ზლატანსაც აუგორეს ჭორი ადრე მესის რონალდო კი არა პერესი ეცილებოდა ოქროს ბურთებშიო. ამ ჭორებს რისთვის იგონებენ, მარა რას გამოლევ მასეთ ხალხს ნებისმიერ სფეროში.

  • Bussi
    schedule 23 ოქტ 2019, 16:13
    #1

    Wadi sheni