ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არტურო ვიდალის რჩევა-დარიგებები უსმან დემბელეს

არტურო ვიდალის რჩევა-დარიგებები უსმან დემბელეს

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა L’Equipe-თან ინტერვიუში უსმან დემბელეზე ისაუბრა.

“როცა დემბელე მომწიფდება, ის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება “ბარსელონასთვის” და საფრანგეთის ნაკრებისთვის, თუმცა ნათელია, რომ ის ჯერ ამისთვის მზად არ არის.”

“შენს სხეულს უნდა მოუსმინო იმისათვის, რომ ტრავმები თავიდან აირიდო. თუ გინდა, რომ საუკეთესო იყო, ლოგინიდან ადგომის, ჭამისა და დაწოლის დროს ფეხბურთზე უნდა ფიქრობდე.”

“ვფიქრობ, გარკვეულ მომენტში უსმანი მიხვდება, რომ უნდა განვითარდეს.”

“მე მას ხშირად ვესაუბრები. ის კარგი ბიჭია და აქვს იმის პოტენციალი, რომ საუკეთესო გახდეს.”

“დემბელე “ბარსელონაში” 20 წლის ასაკში გადმოვიდა, როდესაც მას დიდი გამოცდილება არ ჰქონია.”

“უსმანმა უნდა იცოდეს, რა უნდა ამ ცხოვრებისგან. დემბელემ თავის თავს უნდა შეახსენოს ხოლმე, თუ სად და ვისთან ერთად თამაშობს. თუმცა, ვფიქრობ, პროგრესი შეიმჩნევა. მან ასე უნდა გააგრძელოს.” – თქვა არტურო ვიდალმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • ℱℭℬ
    schedule 19 ოქტ 2019, 15:54

    ციტატა: me da barca
    ყოველი წარმატებული დრიბლინგის თუ დარტყმის შემდეგ უნდა შეაქო და კამფეტი უნდა მისცე. 😁


    აუ რ გემრიელად გამაცინე🤣🤣🤣🤣✔

  • DyBaLa21
    schedule 19 ოქტ 2019, 14:17

    არტურო არის კაცი, მართალია ლივერპულთან რომ ყვერები არ მოიჭრა ტეხავს მარა მაინც :))))))))))

  • ROUCH
    schedule 19 ოქტ 2019, 05:58

    მეტი მხარდაჭერა გვერდში დგომა, კაის რო გააკეთებს შექება და მეტი კი არ უნდა, რაც მეტად გააკრიტიკებ და მარტო მინუსზე მიუთითებ უფრო თავის თავში ჩაიკეტება

  • Lebron James 6
    schedule 19 ოქტ 2019, 00:08

    მოიხოდე რა უსმან მოიხოდე >3

  • frenkie21
    schedule 19 ოქტ 2019, 00:04

    ციტატა: CHEPE
    რა გამოცდილება არ ქონდა სიგნალ იდუნაკ პარკზე ბებიაჩემი თამაშობდა თუ ეს😃😃😃 მართალია ეს ბარსაა კამპნოუა მაგრამ 3 წელში უნდა დაეგლიჯა დედამიწის შუაგული უკვე

    სად ლალიგის დონე და სად ბუნდესლიგა, აქ ჩაკეტილი თამაშებია იმასთან შედარებით,ბევრი სივრცე ქონდა, აქ კიდე ვალვერდე დახვდ და რას ასწავლიდა, სტერლინგის მაგალითი რო ავიღოთ ფეხბურთელად აქცია გვარდიოლამ …

  • M10 S9 D11
    schedule 18 ოქტ 2019, 23:50

    ა კაცი მიდი არტურ ცოტა დააჭკვიანე დემბო აგერ გრიზმანიც მოვიდა და მიხედავს დემბოს ტალანტის გამოუყენებლობა დანაშაულია და მჯერა რო საბოლოოდ მოიხოდება

  • frenkie21
    schedule 18 ოქტ 2019, 23:09

    ციტატა: ferreira10
    ნახე რა სიფათით უყურებს მონიტოს ბარსელონაე ფირობს ეხლა ეს?)))

    ელოდე ეხლა 22 წლის "ბავშვიშვი" როდის გაიზრდება მიხვდება სადაა.

    ყველა ერთიდა იგივეს უჩიჩინებს და ყველა ამას ასწავლის ჭკუას თანაც საჯაროდ არ უტყდება მაინც
    დავიჯერო მართლა ესეთი დებილია რომ ვერ ხვდება სადააა და რა მოეთხოვება

    მეც ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ დემბელე კმაყოფილია იმით რაც არის, ნუ მსოფლიო ჩემპიონი ვარო მაგას იტყვის,ნამუსი თუ არ შეაწუხებს,მაგრამ თავის თავს აღარ განავითარებს გვარდიოლასნაირი მწვრთნელი თუ არ შეხვდა